ლეგენდარული ,,ბავარია“ ქართულ ბაზარზე შემოდის
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:13, 18 Mar, 2016     3495
ლუდის ლეგენდარული ბრენდი «ბავარია» ქართულ ბაზარზე შემოდის. მალე ამ ბრენდის საქართველოში ჩამოსხმულ ლუდს ადგილობრივი მოყვარულებიც დააგემოვნებენ.

საქართველოში „ბავარიას“ ოფიციალური წარმომადგენელი „ზედაზენი“ იქნება. ამასთან, «ბავარიამ» კომპანია «ზედაზენისთვის» უპრეცედენტო გამონაკლისი დაუშვა.

„ბოლო პერიოდში ისინი საქართველოს ბაზარმა დააინტერესა, კერძოდ, ისეთი მაღალი ტექნოლოგიების ქარხანამ, როგორიც „ზედაზენია". ძალიან მოეწონათ დანადგარები, ხარისხი, კომპანიის სწრაფი განვითარება დროის ესოდენ მცირე მონაკვეთში. ჩვენმა ქარხანამ ვალიდაცია გაირა და მოგვცეს უფლება, ლუდი ჩამოვასხათ როგორც შუშაში, ასევე პეტსა და ქილაში“, - განაცხადა კომპანია „ზედაზენის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ლუდი „ზედაზენის“ ქარხანაში უკვე მოხარშულია, მზად არის. ჩამოსხმა 25 მარტს დაიწყება, პრეზენტაცია კი 29 მარტს გაიმართება.

„ბავარიას“ ქარხნები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია, რომელთაგან მხოლოდ ერთი ქარხანა წელიწადში 6 მილიონ ჰექტოლიტრ ლუდის რეალიზაციას ახდენს. "ბავარია" პირველი უცხოური ბრენდია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში 90-იანი წლებიდან იყო განვითარებული და მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო.

„ბავარია“ პილსნერის ტიპის ლუდია, რომელიც სადღეისოდ მომხმარებელთა მთავარ მეინსტრიმს წარმოადგენს. მისი სიმწარე ქართველ მომხმარებელზეა ადაპტირებული. იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტირებულ ლუდზე ძალიან მაღალი ფასი გამოდის, გადავწყვიტეთ, იგი ადგილობრივად ჩამოგვესხა, რათა მომხმარებელს გავუიაფოთ და უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მისთვის ეს მაღალხარისხოვანი ლუდი“, - აღნიშნა ვასილ სულხანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42