კარასინის გზავნილი ქართულ პოლიტიკას და რუსეთის წინასაარჩევნო მუქარა
პოზიცია - 17:25, 17 Mar, 2016     2981
სერგეი ლავროვის მოადგილის მუქარა და გაფრთხილება თბილისს - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის გუშინ გაკეთებულ განცხადებას ექსპერტები და პოლიტოლოგები აფასებენ.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დაწყებამდე, რუსმა დიპლომატმა თბილისის მისამართით გამაფრთხილებელი განცხადებები გააკეთა. კარასინის თქმით, მთავარი საფრთხე საქართველოში მოახლოებული არჩევნები და ანტირუსული რიტორიკაა. გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ჯერჯერობით ითმენს, თუმცა ამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ კრემლის მუქარის უკან რეალური საფრთხე იდგეს.

"ეს შანტაჟია" - ამბობს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას.

„ეს არის შანტაჟი და მცდელობა, საქართველო გადაიყვანონ იმ დღის წესრიგზე, რომელსაც რუსეთი გვიკარნახებს. ეს არის რუსეთის დიდი ხნის ოცნება, რომ საქართველოს უსაფრთხოების დღის წესრიგი განისაზღვროს მოსკოვში" - განაცხადა ქუთელიამ.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ რუსეთი წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო გააქტიურდება.

„როგორც ჩანს, რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. კრემლი ხედავს, რომ საქართველოში პრობლემებია, ამიტომაც კეთდება მათი მხრიდან მუქარისშემცველი განცხადებები. ისინი პირდაპირ გეუბნებიან არჩევნების წინ, არ გაბედოთ და ანტირუსული წმენდა არ განახორციელოთო - ეს იყო კარასინის მთავარი მესიჯი. თან იმუქრება, რომ პარლამენტში თუ არ მოვლენ პრორუსული ძალები, ამას არ მოვითმენთო. ნუ გვაიძულებთ, რომ ჯარები შემოვიყვანოთო“- აცხადებს შარაშენიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელი, ელენე ხოშტარია, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ არჩევნებამდე 8 თვით ადრე ლავროვის მოადგილის თითის დაქნევა ძალიან საშიში გზავნილია.

"რუსეთთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობამ არაფერი მოგვცა. იმედია, საქართველოს ხელისუფლება მიხვდება ამას. კარასინის მხრიდან გაკეთდა ძალიან სახიფათო განცხადება, როცა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება. ეს იყო ერთგვარი მინიშნება პრორუსული ძალებისთვის. მთავარია, ამ განცხადებაზე მოვბილიზდეთ და ვიმსჯელოთ მასზე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად. ამასთან, მნიშვნელოვანია ხელი არ შეუწყოთ რუსეთის გეგმას ქვეყნის შიგნით მიმდინარე ქაოტური სიტუაციით - ფარული კადრების გამოქვეყნებას და უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს ვგულისხმობ" - განაცხადა "ნიუპოსტთან" საუბრისას ელენე ხოშტარიამ.

ანალიტიკოს ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით კი, საქართველოში პრორუსული ძალები აქტიურობენ და ამის საპირწონედ ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

„კარგა ხანია რუსეთი საქართველოსთან მიმართებით გააქტიურდა. თუ დავაკვირდებით, რამდენიმე პოლიტიკური პარტია კამუფლაჟირებულიც კი აღარ არის. ასეთ პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა აქვთ, ფინანსური სახსრები შემოიტანონ კრემლიდან და დაფინანსდნენ ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში. ამ დროს რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, უსაფრთხოების სამსახური? ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა.

„ნიუპოსტმა“ კარასინის განცხადების შეფასება მამუკა არეშიძესაც სთხოვა.

არეშიძე მოსკოვის განწყობის გამოხატულებად აფასებს სოფელ ჯარიაშენში მომდინარე პროცესებს, სადაც კარასინის განცხადებამდე რუსული ბატალიონიოს საინჟინრო დანაყოფის წარმომადგენლები გამოჩდნენ და საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა გზის გაყვანის სამუშაოები დაიწყეს.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ტიპის სამხედრო აქტიურობას გამორიცხავს.

„ბოლო 8 თვის განმავლობაში პირობითი საზღვრის გადმოწევის ფაქტი არ დაფიქსირებულა, როგორც კი ქართული პოლიტიკური ელიტა ანტირუსული პოლიტიკის შესახებ განცხადებას გააკეთებს, მას კრემლის მხრიდან აგრესიული ნაბიჯები მალევე მოჰყვება. ასე მოხდა ჯარიაშენშიც, როცა რუსეთმა პირობითი საზღვრის გადახედვა დაიწყო. ფაქტია, რომ სირიის მოვლენების გათვალისწინებით, პუტინს პოლიტიკური ამბიციები საქართველოში კვლავ გაუჩნდა“- აღნიშნა არეშიძემ.

ექსპერტი ამბობს, რომ წინასარჩევნოდ საქართველოს მეზობელი ქვეყანა პროცესების სათავისოდ გამოყენებას შეეცდება.

„რუსეთი ყველანაირად შეეცდება საქართველოზე გავლენა გაზარდოს, ეს იქნება ზეწოლის, მუქარის გამოყენებით“- აღნიშნა ექსპერტმა.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42