"მიიღე მონაწილეობა. დაზოგე ჭკვიანურად!" - საქართველო გლობალური ფულის კვირეულს აღნიშნავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:42, 17 Mar, 2016     1402
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ჩართულობით გლობალური ფულის კვირეული საქართველოში წელს მესამედ აღინიშნება.

ფულის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის თვის მეორე კვირაში იმართება, რომლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის ჩართულობას ფულის დაზოგვის, ეკონომიკური სისტემის ცვლილებისა და ფინანსური მომავლის შესახებ დისკუსიაში. ასევე დაეხმაროს მათ ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებაში. წლევანდელი კვირეულის დევიზია "მიიღე მონაწილეობა. დაზოგე ჭკვიანურად!" - "Take Part. Save Smart!".

ფულის კვირეულის ფარგლებში, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, ჩატარდა ხატვის, ფოტოგრაფიისა და ესსეების კონკურსი თემაზე "მიიღე მონაწილეობა. დაზოგე ჭკვიანურად!" - "Take Part. Save Smart!" საუკეთესო ნაშრომების ავტორებს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყვარელში, ფულის მუზეუმში უმასპინძლა.

ფულის მუზეუმში მოსწავლეებმა მოისმენენ ლექცია ეროვნული ბანკის ისტორიის, მისი მისიისა და ფუნქციების, კომერციული ბანკების როლისა და საქმიანობის შესახებ. ასევე, გაეცნენ ფულის ისტორიას და გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში მიიღეს ინფორმაცია დაზოგვის კულტურის შესახებ.

"გლობალური ფულის კვირეული გასულ წელს 124 ქვეყნის 900-ზე მეტმა ორგანიზაციამ აღნიშნა და ხუთ მილიონზე მეტი ბავშვი და ახალგაზრდა იყო ჩართული სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. ვფიქრობთ, გლობალური ფულის კვირეულის ყოველწლიურად აღნიშვნა საშუალებას მოგვცემს უფრო მეტ ბავშვსა და ახალგაზრდას მივაწოდოთ ინფორმაცია ფულისა და დაზოგვის კულტურის, ასევე პირადი ფინანსების მართვის მნიშვნელოვნების შესახებ, რაც ფინანსური განათლების დონის ამაღლებისა და ფინანსური ჩართულობის ერთ-ერთი წინაპირობაა", - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.

ფულის კვირეულის ფარგლებში ასევე, "ფინკა ბანკი" გეგმავს საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42