სირიაში სამხედრო ჯარების შეყვანა რუსეთს 33 მილიარდი რუბლი დაუჯდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში სამხედროების დაჯიდოების ცერემონიალის დროს განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის განმარტებით, ხარჯების ძირითადი ნაწილი თავდაცვის სამინისტროს რესურსი იყო, რომელიც 2015 წლის ბიუჯეტში წვრთნისა და საბრძოლო მომზადებისთვის იყო გათვალისწინებული. “ჩვენ მხოლოდ გადავამისამართეთ ეს რესურსები სირიაში სამხედრო დანაყოფების უზრუნველსაყოფად”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
როგორც პუტინმა აღნიშნა რუსეთს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია რამდენიმე საათში სირიაში სამხედროებისა და ტექნიკის რაოდენობა გაზარდოს.
გამოცემა RBK-მ დაითვალა, რომ რუსული სამხედრო ოპერაცია სირიაში 38 მილიარდი რუბლი დაჯდა. გამოცემის შეფასებით, ხარჯების ძირითადი ნაწილი - 33,7 მილიარდი რუბლი ავიადარტყმებზე დაიხარჯა. 167-დღიანი ოპერაციის განმავლობაში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა 8,6 ათასზე მეტი საბრძოლო ფრენა განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა სირიაში სამხედრო-კოსმოსური ძალების ძირითადი ნაწილის გაყვანა 15 მარტს დაიწყო. ჯარების გაყვანა სირიიდან უახლოეს 2-3 დღეში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






