მარკ ნოპფლერმა რუსეთში გასტროლებზე უარი პოლიტიკური მოტივით ახსნა
საზოგადოება - 03:37, 05 Apr, 2013     1214

 

საგასტროლო კონცერტები, რომლებიც 7 ივნისს მოსკოვში, 8 ივნისს კი სანკტ-პეტერბურგში იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება - ამის შესახებ განცხადება მომღერლისა და გიტარისტი ვებ-გვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდა:

 

"რუსეთის ხელისუფლების მხრიდან უფლებადამცველ ორგანიზაციებზე, მათ შორის Amnesty International-სა და Human Rights Watch-ზე ზეწოლის გამო, სამწუხაროდ, იძულებული ვხდები შევცვალო ივნისში დაგეგმილი კონცერტები. მე ძალიან მიყვარს რუსეთში გამოსვლა, ძალიან მიზიდავს ეს ქვეყანა და ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს. იმედი მაქვს, იქ ამჟამად არსებული სიტუაცია სულ მოკლე ხანში უკეთესობისკენ შეიცვლება", - წერს მუსიკოსი.

 

იმ თაყვანისმცემლებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები, ეძლევათ რეკომენდაცია, მიმართონ სალაროებს, ბილეთში დახარჯული თანხის უკან დაბრუნების მიზნით. ბილეთების გაყიდვა რამდენიმე დღის წინ შეწყდა, თუმცა, მაშინ ამის მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნოპფლერი რუსეთის სახელისუფლო ვერტიკალს აკრიტიკებს: 2012 წლის აგვისტოში Pussy Riot-ის აქტივისტებისთვის თავისუფლების აღკვეთის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა: "ასეთი საქციელი ამცირებს რუსეთს მსოფლიოს წინაშე", - დაწერა მაშინ მუსიკოსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42