09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: ინგოროყვას 7
11:00 საათზე პირველი რადიოს პრესკლუბში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტიორები ბრიფინგს გამართავენ.
ხვალვე გაკეთდება საგანგებო განცხადება, სადაც ავტოიმპორტიორები გაემიჯნებიან სამინისტროს განცხადებას, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას საკუთარი უფლებების დასაცავად და შეუერთდებიან საპროტესტო აქციების ტალღას.
12:00 საათზე თბილისი ,,მერიოტში“ ინტერპარტიულ ფორმატში, არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა გაიმართებს. მირიან მეფის დარბაზი
14:00 საათზე კამპანიის "ეს შენ გეხება" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება სტუდენტებთან. ილიაუნში (A კორპუსი, #101 აუდიტორია) სტუდენტებს შეხვდებიან ბაია პატარაია, ზვიად დევდარიანი და გიორგი კლდიაშვილი.
17:00 საათზე, კამპანიის "ეს შენ გეხება" ფარგლებში თავისუფალ უნივერსიტეტში, (საკონფერენციო დარბაზი, #200 აუდიტორია) სტუდენტებს შეხვდებიან ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია.
19:00 საათზე თიბისი გალერეა ორი ახალგაზრდა დიზაინერის, სოფიო სოროზნიშვილისა და ნუცა ხიზანიშვილის ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაციას უმასპინძლებს.
გამოფენაზე დამთვალიერებლები ასევე ნახავენ კოლექციის თემაზე შექმნილ ფილმსა და ვიდეო-არტს.
მისამართი: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)
მასალის გამოყენების პირობები






