როგორც ანი ნადარეიშვილი წერს, წერილი "ფეისბუქის" პირადი მიმოწერის ნიშნულში მიიღო, ვინმე თამარა ბურდულისგან. მოგვიანებით, მეგობრების თხოვნის შემდეგ ანი ნადარეიშვილმა მუქარის წერილის ავტორის ფბ-პროფილის ბმულიც გამოაქვეყნა.
მეგობრებმა ანი ნადარეიშვილს ურჩიეს, სასამართლოს მიმართოს. ბაჩო ახალაიას მეუღლე აცხადებს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არა აქვს, უჩივლებს თუ არა მუქარის წერილის ავტორს.
ანი ნადარეიშვილმა წერილი ლათინური ტრანსკრიპციით შესრულებული მიიღო. "ნიუპოსტი" მის ქართულ ვარიანტს გთავაზობთ.
"თამარა ბურდული:
ის პატარა ბავშვი რომ დაბადეთ კიდევ, იმხელა ზიზღი მაქვს თქვენს წინაშე, რომ ალბათ, მაგ საცოდავ უჯიშო ბავშვს დაგიხრჩობდით, რომ შემეძლოს, თქვე ახვრებო!".
ანი ნადარეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ბმულზე, რომელიც მუქარის წერილის ავტორს ეკუთვნის, ადგილსამყოფელად ბრუკლინი, ნიუ-იორკია მითითებული. თამარა ბურდულს განათლების გრაფაში "ბრუკლინის კოლეჯის 2008 წლის გამოშვება" აქვს ჩაწერილი.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაია და ანი ნადარეიშვილი არ არიან პირველები, ვისაც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შვილის სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. მსგავსი შინაარსის წერილები გია ნოდიას მეუღლემ ლოლა ლომიძემაც "ფეისბუქში" მიიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიდეც, საიდანაც ის მედიასაშუალებებშიც გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები






