11:00 საათზე სოხუმის აღების მიზნით მასშტაბური თავდასხმის მოგერიების დღესთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე მიხეილ ხომერიკი, მოადგილეები ზაზა მესხი და ჯანდრი უბირია, პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
13:00 სთ-ზე, სოფელ დუისში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია პანკისის ხეობაში მცხოვრებ ფერმერებს, ახალგაზრდებსა და პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაციის წევრებს შეხვდება.
საკონტაქტო პირი - ნანა ჩინჩილაკაშვილი
შეხვედრა გაიმართება სოფელ დუისში, პანკისის სათემო რადიოს ოფისში
12:00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
13:00 საათზე გმირთა მოედანზე დევნილთა პარტია პატივს მიაგებს 1993 წლის 16 მარტს დაღუპული მეომრების ხსოვნას.
13:00 საათზე საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
14.00 საათზე თბილისში, სასტუმრო "ვინოტელში" (ელენე ახვლედიანის N 4), ღვინის მაგისტრებისთვის გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია. ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 16-19 მარტს საქართველოს პირველად ეწვევა 21 ღვინის მაგისტრი, რომლებიც მსოფლიოს 9 ქვეყანაში მოღვაწეობენ.
15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით ლორთქიფანიძე ვანის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას გამართავს.
ქუთაისი, 0 სართული, საკონფერენციო დარბაზი
15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ძიძიგურის ქ. ბათუმის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვდრას გამართავს
ქუთაისი, დარბაზი N504
მასალის გამოყენების პირობები






