"თარხან ბათირაშვილი მკვდარია"- პენტაგონი
მსოფლიო - 10:17, 15 Mar, 2016     4398
“ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი 30 წლის ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი მკვდარია. აღნიშნულ ცნობას BBC-სთან პენტაგონი ადასტურებს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მძიმედ დაჭრილი ბათირაშვილი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

საჰაერო დარტყმა ავტოკოლონაზე , რომლითაც ალ შიშანი გადაადგილდებოდა, 4 მარტს ქალაქ შადადთან განხორციელდა.

ალ შიშანი ტერორისტული ორგანიზაციის რამდენიმე საკვანძო თანამდებობას, მათ შორის „ომის მინისტრის“ პოსტს იკავებდა.

თარხან ბათირაშვილი 1986 წლის იანვარში საქართველოში, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში დაიბადა. ის მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. 2010 წლის შემოდგომაზე ის იარაღის უკანონო შენახვისთვის იქნა გასამართლებული. ისლამი მან ციხეში მიიღო.

აშშ-მა გასულ წელს ალ შიშანთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებისთვის, ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი დააწესა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42