ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, დაკავებები ქალაქ შანლიურფაში განხორციელდა, რომელიც სირიის საზღვართან მდებარეობს. თურქეთის პოლიციის განცხადებით, დანაღმული მანქანა, რომელიც ანკარის ცენტრში აფეთქდა, სწორედ ამ ქალაში შეიძინეს.
ყველა დაკავებული ანკარაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, ძლიერი აფეთქება ანკარას სამთავრობო რაიონში წუხელ მოხდა. აფეთქებას 37 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოში იმყოფება 120 ადამიანი, რომელთანაგან 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის ორი თავდასხმის ორგანიზატორია.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, სააგენტო როიტერი თავის წყაროზე დაყრდნობით თურქეთის პსეცსამსახურებიდან იტყობინება, რომ აფეთქების უკან ქურთების ,,მუშათა პარტასთა“ დაკავშირებული რადიკალური დაჯგუფებები დგას.
მასალის გამოყენების პირობები






