09:00 საათზე ,,ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს აფხაზეთში დაღუპული მეომრების ხსოვნას, რომლებიც 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე რუსული დესანტის მიერ განხორციელებულ შეტევას შეეწირნენ.
09.45 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება საქართველო-ყირგიზეთის ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.
10:00 საათზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში (ნოე რამიშვილის 38) შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ფარული პატრულირების საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს ("საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", კონსტიტუციის 42-ე მუხლი,"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი") ხვდება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან სახალხო დამცველისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმომადგენლები.
12:00 საათი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში სერგო რატიანის პრესკონფერენცია გაიმართება.
12:00 საათზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
13.00 საათზე, jandacva.ge-ის პრესკლუბში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით, შეხვედრას გამართავს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე. სასაუბრო თემა იქნება „სააფთიაქო ნარკომანია“.
მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
13:00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნობა.
მის: ლუბლიანას ქ.#4
15:00 საათზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
მასალის გამოყენების პირობები






