მობილური ტერმინალი თიბისი ბანკისგან
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:15, 14 Mar, 2016     2535
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მერჩანტები (მეწარმეები) დღეიდან გადახდის ყველაზე სწრაფი, ინოვაციური და კომფორტული სისტემით ისარგებლებენ.

მობილური ტერმინალი მცირე ზომის, თანამედროვე ფუნქციონალის მქონე მოწყობილობაა, რომლის საშუალებითაც გადახდა ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ტიპის პლასტიკური ბარათით, მათ შორის უკონტაქტო ბარათითაც მარტივადაა შესაძლებელი.

მობილური ტერმინალი ციფრულ ტექნოლოგიებზე მომუშავე ინოვაციური პროდუქტია,რომელიც განკუთვნილია ფართო ბიზნესსეგმენტისთვის: კაფე-ბარებისთვის, სილამაზის სალონებისთვის, მარკეტებისთვის, სავაჭრო ცენტრებში არსებული ობიექტებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის, საკურიერო მომსახურებისთვის, ავტოსამრეცხაოებისთვის, გარე მოვაჭრე ჯიხურებისთვის და სხვა ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის.

პროდუქტის უპირატესობებია:

· გადახდა უფრო სწრაფია, ვიდრე ტრადიციული პოსტერმინალების გამოყენებისას. ქვითრის მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

· მოწყობილობა არის პატარა ზომის და მისი ტარება ან განთავსება უფრო მარტივი და მოსახერხებელია.

· მობილურ ტერმინალს აქვს ონლაინ რეპორტინგის სისტემა. კომპანიას საშუალება აქვს, ვებ-პორტალის მეშვეობით შექმნას ტრანზაქციების ისტორია, აწარმოოს გაყიდვების სტატისტიკა, ამოიღოს ამონაწერი და სხვა.

· მობილური ბარათის წამკითხველები კომპანიებს თიბისი ბანკისგან უფასოდ გადაეცემათ.

მომავალში თიბისი ბანკი მობილურ ტერმინალს რამდენიმე ახალ ფუნქციასაც შემატებს.

ინოვაციური გადახდის სერვისი თიბისი ბანკმა სტრატეგიული პარტნიორის, საგადამხდელო სისტემა "Visa International”-ის მხარდაჭერით დანერგა. თიბისი ბანკი გადახდის ტექნოლოგიურ ინოვაციას საერთაშორისო კომპანია GoSwiff-თან ერთად ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თიბისი ბანკის ვებგვერდს: http://www.tbcbank.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42