შემთხვევის შესახებ დამატებითი ცნობები არ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ არაბული კოალიცია, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, იემენში სამხედრო ოპერაციას 2015 წლიდან ახორციელებს. ამის მიზეზი, ჰუსიტი ამბოხებულების მიერ სუნიტი მთავრობის დამხობა გახდა.
იემენში უკვე თითქმის ერთი წელია შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. ყოფილი პრეზიდენტი, სალეჰი, ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გადადგა. სწორედ მას უჭერენ ამბოხებული ჰუსიტები მხარს. ამბოხებულებმა სექტემბერში დედაქალაქ სანაას დაკავება შეძლეს. მოქმედი პრეზიდენტი, მანსურ ჰადი იძულებული გახდა ქალაქ ადენში გადასულიყო და ის ქვეყნის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა.
იემენის ხელისუფლებას არაბულმა ქვეყნებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. კოალიციას საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, რომელიც აცხადებს, რომ აჯანყებულების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს მანამ არ შეწყვეტს, სანამ ისინი იარაღს არ დაყრიდნენ.
გაერო-ს მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 4 500 ადამიანი, მათ შორის 2 110 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






