მისი თქმით, ეს ქმედება იმ ადამიანების განადგურებისკენ იყო მიმართული, რომლებმაც ქვეყანა დამოუკიდებლობისკენ მიიყვანეს.
როგორც „ბიბისის“ რუსული გამოცემა იტყობინება, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა შემთხვევაზე პასუხილსმგებლობა ირიბად მოსკოვს დააკისრა.
პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, პოლონეთის ახალმა მთავრობამ გასულ თვეს გამოძიება განაახლა.
შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტის ლაინერი სმოლენსკთან 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა. პოლონეთის ლიდერის გარდა, ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი პოლონეთის დელეგაციის 100 წევრი დაიღუპა.
თვითმფრინავის კატასტროფის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთ ვერსიად რუსი დისპეჩერების დაუდევრობა სახელდება. ვერსიის თანახმად, მათ, ცუდი ამინდის პირობებში ხილვადობის დონე სათანადოდ ვერ შეაფასეს. რამაც, ეკიპაჟის შეცდომაში შეიყვანეს. მეორე ვერსიით თანახმად, სავარაუდოდ, ლაინერზე აფეთქება მოხდა, რის გამოც თვითმფრინავი ნაწილებად ჰაერშივე დაიშალა. ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი ძმა იაროსლავ კაჩინსკი არ გამორიცხავს, რომ აფეთქება არა უნედური შემთხვევა, არამედ დაგეგმილი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






