შენობის სარემონტო სამუშაოებს კი შპს "ორნამენტი" განახორციელებს.
აღნიშნული საკითხის განსახილვლეად, დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.
"საქართველოს პარლამენტის აპარატმა ამა წლის იანვარში გამოაცხადა ტენდერი თბილისში, პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოების დაწყებაზე. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 21-მა ორგანიზაციამ. ამ 21 ორგანიზაციიდან სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად შპს "ორნამენტი" გამოავლინა. ამ კომპანიამ რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოები", - განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, გამოცხადდა ტენდერი დარბაზების რეკონსტრუქციის თაობაზე.
"სატენდერო პირობები უკვე შედგენილია და ცხადდება ტენდერი დარბაზების რეკონსტრუქციის საკითხზე. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მიიღონ მონაწილეობა ტენდერში. ტენდერის შესყიდვის ღირებულებაა 5 მილიონი ლარი", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მასალის გამოყენების პირობები






