“აშშ-ის საელჩო აცნობებს ამერიკელ მოქალაქეებს პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომლის სამიზნეს თურქეთის სამთავრობო უბანი წარმოადგენს. აშშ-ის მოქალაქეებისთვის რეკომენდებულია აღნიშნულ რაიონს თავი აარიდონ” - აქვეყნებს თურქული გამოცემა საელჩოს განცხადებას.
როგორც გამოცემა იტყობინება, თვდასხმის შემდეგ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაციის წყარო თურქეთის ხელისუფლება იყო და ეს რუტინული პროცედურა იყო.
„გასულ კვირას აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილი გახდა, თურქეთის ხელისუფლების გაფრთხილება შესაძლო თავდასხმის შესახებ. რისი დადასტურების შემდეგაც, საელჩომ გააფრთხილა ამერიკის ყველა მოქალაქე, რომელიც ანკარაში იმყოფებოდა“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ძლიერი აფეთქება ანკარას სამთავრობო რაიონში წუხელ მოხდა.
აფეთქების შედეგად დაიღუპა 34, დაშავებულია 125 ადამიანი, მათგან 19-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორისორი თავდასხმის ორგანიზატორია.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა სააგენტო როიტერი თავის წყაროზე დაყრდნობით თურქეთის პსეცსამსახურებიდან იტყობინება, რომ აფეთქების უკან ქურთების ,,მუშათა პარტასთა“ დაკავშირებული რადიკალური დაჯგუფებები დგას
მასალის გამოყენების პირობები






