აღნიშნული აქციის მონაწილეთა ბრალდებებს ეწინააღმდეგება სტუდენტთა ერთი ნაწილი და სტუდენტური თვითმმართველობა.ხვალ იგეგმება აქცია სახელწოდებით:,,დაუბრუნდეს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებს!"
ამ აქციებთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები,რომელსაც გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელში თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელები.განცხადებებს უცვლელად გთავაზობთ.
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური: ,,აქცია, რომელიც მოითხოვს უნივერსიტეტში ინსტიტუციური წესრიგის აღდგენას, სამართლებრივი პროცესის ჯანსაღად წარმართვის მოთხოვნას არის თავისუფალი აზრი!
ჩვენ არავისთვის არ დაგვიმთხვევია აქცია, ფეისბუქის შიდა ჯგუფი გატყდა, რაც ასევე დასაგმობი ფაქტია და დაანონსდა წინასწარ რომ ამა და ამ დროს იგეგმებოდა პოზიტიური მესიჯის აქცია!
მე მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს დააკვირდნენ პროცესებს, ჩვენი მიზანი არ არის არეულობის შექმნა, ჩვენი მიზანია ოდეერებთან კოლაბორაციის აღკვეთა და მოწოდება სიტუაციის დეესკალაციისკენ.
უნივერსიტეტში დემოკრატიული პროცესი ვერ წარიმართება ინსტიტუციების პატივისაყრის რეჟიმში.
ჩვენ არ ვებრძვით სტუდენტებს, ვინც ჩვენს მიერ გაჟღერებულ მესიჯებს ეთანხმება დავდგეთ ერთად, უნივერსიტეტი საჯილდაო ქვა არ არის!
ბევრ საკითხზე სტუდენტებს საერთო ხედვები გვაქვს და კინკლაობისა და ერთმანეთის დემორალიზების ნაცვლად უმჯობესია ერთობა ვანახოთ ყველას!
ჩვენ მთელი ეს პროცესია გვერდით ვდგავართ და ვაზღვევთ რომ არეულობა არ მოხდეს და ნამდვილად არ არის ეს ჩვენი მიზანი, მოგიწოდებთ ყველა მხარეს გაერთიანებისკენ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ღირსებასა და ნერვებს, მოვერიდოთ პროვოკაციებს და ვცადოთ სიტუაციის დარეგულირება!
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გავავრცელებთ პროვოკაციულ მესიჯებს."
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტი პაატა ბახტურიძე: ,,ჩემთვის გაუგებარია, რატომ აპროტესტებს შიდა საუნივერსიტეტო საკითხებს, გაურკვეველი უნივერსიტეტებიდან და არასამთავრობოებიდან მოსული ხალხი. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ხდება ადამიანზე მრავალი მხრიდან ზეწოლა, როდესაც მას სრული უფლება ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობისა. ჩემთვის გაუგებარია რა უფლება აქვს ადამიანთა მცირე ჯგუფს ძალისმიერი მეთოდით ჩაშალოს უნივერსიტეტის უმაღლესი ორგანოს სხდომა და არ მისცეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება.
ყველაფერი ზემო აღნიშნული ემსახურება რამდენიმე ადამიანის ინტერესს უნივერსიტეტში და ერთპიროვნული მმართველობის სურვილს. ამ ყველაფერს კი თან ახლავს იმ გულწრფელი სტუდენტების გამოყენება, რომლებსაც საკითხი ისე შეუფითეს, რომ პროტესტის გრძნობა გაუჩნდა.
ყველაფერი ეს კი დაიწყო მაშინ, როცა რექტორმა ვერ მოახერხა თავისი კანდიდატის გაყვანა უნივერსიტეტის კანცლერად. ის ამბობს, რომ მხარი არ დაუჭირა გიორგი გაფრინდაშვილს იმის გამო, რომ არსებობდა კითხვები, მაგრამ ცოტახნით ადრე მან მხარი დაუჭირა სოსო არჩვაძეს და კინაღამ კანცლერად მოგვევლინა, უნივერსიტეტიდან პროფესორების გამყრელი და ევრაზიული ინსიტუტის პროექტის გამგეობის წევრი, პროექტისა რომელიც მთლიანად იყო რუსული ფულით დაფინანსებული და ემსახურებოდა "რუსეთუმეობის" პოპულარიზებას.
გარდა ამისა გაუგებარია გაფრინდაშვილის მიმართ პროტესი, რადგან მე ვესწრებოდი იმ შეხვედრას როცა დღევანდელი პროტესტანტი სტუდენტები აწყობდნენ კანდიდატებთან და გიორგის მიმართ არანაირი კითხვა არანაირი პროტესტი მაშინ არ გასჩენიათ. მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ რამდენიმე მათგანი რექტორთან შეთანხმებულად მოქმედებს და მაშინ იცოდნენ, რომ სოსო არჩვაძე აირჩეოდა და არა გიორგი. სწორედ ამიტომ იყვნენ იქ ჩუმად. მათ არც სოსო არჩვაძის არჩევა გაუპროტესტებიათ მანამ სანამ ყველამ არ გავიგეთ, რომ ჩვენი და პროფესორების პროტესტის შედეგად მეორე დილას კანდიდატურას ხსნიდა ბატონი სოსო. ამის შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე პოსტი. სულ ეს იყო მათი პროტესტი.
მოგიწოდებთ ყველა გულწრფელ სტუდენტს ვისაც მართლა აქვს პროტესტი რაღაც საკუითხებთან დაკავშირებით, თუდნაც ეს საკითხი თვითმმართველობას ეხებოდეს. ნუ გახდებით კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამტარებელნი, ნუ წირავთ ახალგაზრდა ადამიანს რაღაც უსაფუძვლო ბრალდებების გამო. ეს არ არის გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია, ეს აქცია ემსახურება იმას, რომ თსუ-ში აღდგეს ინსტიტუციური წესრიგი, გამოვიდეს სენატზე მისი კანდიდატურა, დამტკიცდება თუ არ დამტკიცდება ეს უკვე სენატმა უნდა გადაწყვიტოს.
რამდენიმე ადამიანის მიერ პროვოცირებულმა სიტუაციამ, რომელიც გაფრინდაშვილისწინააღმდეგ არის მიმართული, გაგვყო ორ ნაწილად და მოხდა ისე რომ იმ საკითხსაც კი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია, ვგულისხმობ ოდეერის საკითხს თსუ-ში, ვერ ვაპროტესტებთ ერთად. მოდით ყველას ვისაც გულწრფელად გჯერათ, რომ დგახართ თსუ-სთვის და ერთად გავაპროტესტოთ ის, რაც მართლა გასაპროტესტებელია.
1) არა ოდეერი თსუ-ში
3) არა სახელმწიფოს ჩარევას უნივერსიტეტის მმართველობაში და კანდიდატზე ზეწოლას.
2) აიღოს პასუხისმგებლობა რექტორმა რატომ მალავდა 3 წელი ოდეერს და რატომ გამოაჩინა მაინცდამაინც ახლა.
3) აღდგეს ინტიტუციური წესრიგი და "გაფრინდაშვილი სენატზე!!!" "
მასალის გამოყენების პირობები






