ბელორუსიისთვის დამახასიათებელი ფორმით მოხდა დასვენების დღეებში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფიგურის დაკავების შესახებ ოფიციალური განცხადების გავრცელება. მსხვილი ბიზნესმენების ასეთი დაკავებები ბელორუსიისთვის უცხო არ არის, თუმცა იშვიათობას წარმოადგენს პრეზიდენტთან დაახლოებული პირების დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება. მაგალითად, იური ჩიჟის ბინესპარტნიორის, ვლადიმერ იაპრინცევის დაკავების შესახებ ინფორმაციამ მხოლოდ სამი თვის შემდეგ გაჟონა. იაპრინცევის მიმართ ოფიციოზს, თაღლითური გზებით ქვეყნიდან დიდი ოდენობის თანხიების გატანასთან დაკავშირებული ბრალდებები ჰქონდა.
მინსკში სხვადასხვა ვერსიებთან ერთად აქტიურად იხილავენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩიჟი იაპრინცევმა ჩაუშვა, ხოლო ,,ბატკა“ მორიგ ჯერზე ახდენს სიმკაცირსა და სამართლიანობის დემონსტრირებას, მიუხედავად მეგობრობისა.
იური ჩიჟი ევროკავშირის მიერ შეყვანილი იყო იმ ბიზნესმენთა ისაში, რომლის მიმართაც დაწსებული იყო სავიზო აკრძალვები. 2015 წელს მას შემდეგ, რაც ლუკაშენკოს მოეხსნა სანქციები, ევროკავშირმა სანქციები მოუხსნა იური ჩიჟსაც, ვინაიდან არ დადასტურდა მისი კავშირები ლუკაშენკოს ფინანსური მხარდაჭერასთან.
ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო უარს აცხადებდა იური ჩიჟის ოლიგარქად მოხსენიებაზე. ის მას უწოდებდა ღატაკს და აცხადებდა, რომ ფულს მისგან სესხულობდა, ,,გარდა იმისა, რომ ჩიჟს აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის 30-მილიონიანი დავალიანება, თუმცა ის დიდ პროცენტებს იხდის“ - განაცხადა ლუკაშენკომ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






