6 და 7 მარტს გაიმართა მოყვარულ ფოტოგრაფთა გამოფენა "წელიწადის ოთხი დრო"–თემით "ზამთარი."
წმ. სტეფანე აღმსარებლის კულტურულ-საგანმანათლებლო სახლი "კენოზისის" (www.kenozisi.ge) ორგანიზებით, თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე, ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში მდებარე “ათონის წმ.მთის სახელობის სახალხო დარბაზში” (www.atonisdarbazi.ge) მოეწყო სეზონური ფოტო-გამოფენა, სადაც 54–ზე მეტმა დამწყებმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა.
გამოფენაზე მონაწილეებმა წარმოაჩინეს ზამთრის თემა და მომავალი სეზონის გაზაფხულის ფოტონამუშევრების ივნისში გვთავაზობენ.
პროექტის სახელწოდებიდან გამომდინარე გამოფენა წელიწადში ოთხჯერ გაიმართება.
«ათონის დარბაზში» გამოფენებზე, პრეზენტაციებზე და სხვა ღონისძიებებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება სრულიად უფასოა.
ასევე სიახლეები მუდმივად იგეგმება შემეცნებითი–საგანმანათლებლო კუთხითაც.




მასალის გამოყენების პირობები






