ვისკის ბევრი მოყვარული ჰყავს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ვისკი ორი სახის არსებობს. ყველაზე გავრცელებული სახეობაა შერეული - ალაოსა და ხორბლის ნარევი ვისკი, რომელიც მსოფლიოს ბაზრის 80% იკავებს (მაგალითად, Johnnie Walker და ა.შ.) და ალაოს ვისკი, რომელისაც შოტლანდიელები უბრალოდ malt-ს (ინგლ. ალაო) ეძახიან (მაგალითად, Hillrock).
გემოვნებაზე არ დაობენ, თუმცა, ყველაზე ძვირადღირებული სწორედ malt-ის სახეობის ვისკია. ის სიმაგრითაც გამოირჩევა. შერეული უფრო რბილია და ადვილად დასალევი.
ალაოს ვისკი კიდევ ერთი თვისებით გამოირჩევა - არასდროს დალიოთ იგი ყინულთან ერთად. ყინული მალე დადნება და მისგან ენა უგრძნობი გაგიხდებათ. Malt ან სუფთა უნდა დალიოთ, ან მასში ერთი წვეთი წყალი ჩააწვეთოთ, რაც მას არომატისა და გემოს გახსნაში.დაეხმარება. ყინული მხოლოდ შერეულ ვისკის უხდება.
მასალის გამოყენების პირობები






