უახლოეს დღეებში, დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიბრიდული დირიჟაბლის Airlander 10-ს გამოცდა გაიმართება. მას 10 ტონა ტვირთის წაღება და დაშვების გარეშე ფრენა 5 დღის განმავლობაში შეუძლია.
საფრენი აპარატი 20 ტონას იწონის, ფრენის სიმაღლე 6 კმ-ა, ხოლო სიჩქარე, 148 კმ/სთ. მისი სიგრძე 92 მეტრია, რაც 8 მეტრით გრძელია მსოფლიოში უდიდეს თვითმფრინავ, Ан-224 "Мрия"-ს სიგრძეზე.
დირიჟაბლს ნებისმიერ სწორ ზედაპირზე, ისევე როგორც წყალზე შეუძლია დაჯდომა.
პროექტი, რომელიც აშშ-ს სამხედრო დანიშნულებისათვის იყო შექმნილი, გარკვეული პერიოდი შეჩერებული იყო, თუმცა, მას სპონსორი გამოუჩნდა და დანიშნულებაც შეეცვალა - იგი ახლა ნავთობბომპოვბლების მომსახურებისათვის იქნება გამოყენებული..

თანამედროვე ჰიბრიდული დირიჟაბლი თვითმფრინავის, ვერტმფრენისა და დირიჟაბლის ერთგვარი ნაჯვარია, რომელივ ჰელიუმითაა გავსებული. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ამ ტიპის ხომალდებს გარკვეული წინაისტორია გააჩნია. მათი წინაპარი დირიჟაბლების, რომელიც ასე პუპულარული იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში, განვითარება და წარმოება, ერთერთი ფლაგმანის, "ჰილდებრანტის", საზარელმა კატასტროფამ, თითქმის 80 წლით შეაფერხა.
მასალის გამოყენების პირობები






