რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, მილიარდერი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია პროტესტების ფონზე მიმდინარეობს. მასობრივი გამოსვლების გამო, იგი იძულებული გახდა გაეუქმებინა თავისი ვიზიტი ჩიკაგოში.
მასმედიის ცნობით ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ილინოისის უნივერსიტეტის წინ, რომლებიც ტრამპის შეხვედრის ჩატარების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ისინი მილიარდერს რასიზმში ადანაშაულებენ. ასევე, ვრცელდება ცნობა, რომ აქციის დროს მოხდა შეტაკება მომიტინგეთა და ტრამპის პრაიმერიზის ორგანიზატორთა შორის.
ტრამპის მოწინააღმდეგემ რესპუბლიკური პარტიიდან, ტედ კრუზმა დაგმო ამგვარი აქციები, თუმცა აღნიშნა, რომ თავად ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია იწვევს მოსახლეობის აგრესიას.
პრობლემები ტრამპს მისურიშიც შეექმნა. ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ასამდე ადამიანი ხმამაღლა აპროტესტებდა მის გამოსვლას და კანდიდატი იძულებული გახდა რამდენჯერმე შეეწყვიტა გამოსვლა. პოლიციამ მიტიონგზე წესრიგი აღადგინა, რისთვისაც 32 ადამიანის დაკავება გახდა საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები






