ამის შესახებ ანი ნადარეიშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ მისი მხრიდან პირდაპირ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას გამოქვეყნებული სტატუსები "ქოცებს" აღიზიანებთ.
ახალაიას მეუღლე აღნიშნავს, რომ გაღიზიანების გამო დღეს მის კედელზე "შტურმი განახორციელეს" და უსამართლო შეურაცხყოფას აყენებდნენ. ნადარეიშვილი მათ მოუწოდებს, დაუფარავად დაწერონ თავიანთი ვინაობა და ისე ეპაექრონ:
"ქოცები ისეთი გამწარებულები არიან, იმის გამო რაც სასამართლო პროცესებზე ხდება და ცხელ-ცხელ ინფორმაციებს კითხულობენ ჩემს კედელზე, სადაც დარბაზიდანვე ვდებ სტატუსებს (და ეს ძალიან მიხარია, რომ კითხულობენ ჩემს სტატუსებს), რომ დღეს შტურმით განახორციელეს ჩემს კედელზე შემოტევა და სრულიად უარგუმენტოდ იგინებიან მხოლოდ და მხოლოდ. მინდა გითხრათ, რომ ეს თქვენი ქცევა ძალიან მახარებს ქოცებო, იმიტომ რომ ა გ ო ნ ი ა შ ი ხ ა რ თ!!! :))))))))))))))) თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, მოგიწოდებთ ყველას, ვისაც სურვილი გექნებათ თქვენი "პრეტენზიები" გამოთქვათ ჩემს კედელზე, ნუ ეფარებით "ნიკებს" და დაწერეთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი, "ანონიმშჩიკებს" ვბლოკავ! :))) (ეხლა მაინც ვისი გეშინიათ "სამართლიანი" მთავრობა გყავთ და თან "მონსტრი" ახალაია ციხეშია)", - აღნიშნავს ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






