ამის შესახებ სავჩენკოს ადვოკატმა, ნიკოლაი პოლოზოვნა განაცხადა. მისი თქმით, ექიმების კონსულტაცია აუცილებელია.
„გუშინ ნადიამ მშრალი შიმშილობა შეწყვიტა და წყლის მიღება დაიწყო, თუმცა ეს ძალიან გაუჭირდა. რამდენიმე დღეა მაღალი სიცხე აქვს, სავარაუდოდ აქვს შინაგანი ორგანოების ანთება. მისი მდგომარეობა გაუარესდა“ - წერს პოლოზოვი ფეისბუკზე.
მისივე თქმით, ნადეჟდა სავჩენკო რუს ექიმებს არ ენდობა, უკრაინელ ექიმებს კი მასთან შესვლის უფლებას არ აძლევენ.
შეგახსენებთ, ნადეჟდა სავჩენკო მ 3 მარტს მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. გუშინ კი, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსგან მიღებული წერილის გამო, მშრალი შიმშილობა შეწყვიტა. მოგვიანებით გაირკვა, რომ წერილი ყალბი იყო.
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 33 წლის მფრინავი, უკრაინის უმაღლესი რადასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ნადეჟდა სავჩენკო 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს, რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დასდეს ბრალი და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს.
გაეროს, ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, სავჩენკო კვლავ საპატიმროში იმყოფება.
სასამართლო განაჩენს ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე 21 ან 22 მარტს გამოიტანენ. ბრალდების მხარე 23 წლიან პატიმრობას და 100 ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმას ითხოვს. თავად ნადეჟდა სავჩენკო დანაშაულს არ აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები






