იაპონიის დამანგრეველი მიწისძვრიდან 5 წელი გავიდა - ქვეყანაში დაღუპულებს იხსენებენ
მსოფლიო - 10:04, 11 Mar, 2016     1965
იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი სტიქიიდან 5 წელი გავიდა. ამომავალი მზის ქვეყანაში დღეს სტიქიის მსხვერპლთა მოსაგონებლად სანაპიროზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მიუხედავად ისეთი ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნისა , როგორიც იაპონიაა, 2011 წლის დამანგრეველი სტიქიის შედეგების აღმოფხვრას ბოლომდე მანაც ვერ შეძლო.

2011 წლის 11 მარტს ადგილობრივი დროით 05 საათსა და 46.23 წუთზე, იაპონიის სანაპიროდან აღმოსავლეთით 130კმ, ხოლო ტოკიოდან 373კმ მანძილზე, წყნარ ოკეანეში, 35კმ სიღრმეზე წარმოიშვა მიწისძვრის კერა ოკეანის ფსკერის გახლეჩვის შედეგად, რამაც გამოიწვია მიწისძვრა 9.0 მაგნიტუდით (რიხტერის სკალის მიხედვით). მას წინ უსწრებდა 9 მარტის 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა. მიწისძვრამ და მისგან გამოწვეულმა ცუნამმა ქვეყანას უმძიმესი ზარალი მიაყენა. დაიღუპა 15 ათასამდე ადამიანი, დაშავდა 5 ათასამდე. უგზო-უკვლოდ დაკარგულად კი ათასობით ადამიანი ითვლება. მძიმედ დაზიანდა რკინიგზა და საავტომობილო გზები, დაინგრა რამდენიმე დამბა. 4.4 მილიონი საცხოვრებელი სახლი ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში დარჩა ელექტროენერგიისგან და 1.4 მილიონი წყლის გარეშე. დაზიანდა ორი ატომური სადგური. მიწისძვრის შედეგად, 24 საათში, აფეთქდა ფუკუშიმის ატომური სადგური; მიუხედავად გარე შენობის დანგრევისა, რეაქტორის დამცველი სარკოფაგი არ დაზიანებულა. ფუკუშიმას I და ფუკუშიმას II სადგურების 20 და 10 კილომეტრის რადიუსზე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. იაპონიის ზარალმა 40 მილიარდ დოლარამდე მიაღწია.

სენდაის მიწისძვრის მაგნიტუდისა და შემდგომი მოვლენების გამო 2011 წლის მიწისძვრა ითვლება უძლიერესად იაპონიის ისტორიაში და შედის მსოფლიოს ხუთი უძლიერესი მიწისძვრის სიაში.იაპონიის პრემიერ-მინსიტრმა ნაოტო კანმა შეაფასა მიწისძვრა როგორც "მეორე მსოფლიო ომის დასრულების 65 წლის შემდეგ, ეს არის ურთულესი და უმძიმესი კრიზისი, რომლის წინაშეც იაპონია დამდგარა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42