71 წლის ბრაზილიელმა ჟოა პერეირა დე სოუზამ , 2011 წელს რიო დე ჟანეიროს სანაპიროზე დაშვებული პინგვინი ოპოივა. პინგვინს გადაადგილება არ შეეძლო, ფრთებზე კი ნავთობის ნაკვალევი ეტყობოდა.
მამაკაცმა პინგვინი სახლში წაიყვანა და 11 თვის განმავლობაში მკურნალობდა. მას დინდინი დაარქვა. როდესაც პინგვინი სრულად გამოაჯანმრთელდა, დე სოუზამ დინდინი გაუშვა.
როგორც თვითონ ამბობს, მეგობართან განშორება ძალიან გაუჭირდა, თუმცა პინგვინი სახლში უნდა დაბრუნებულიყო. ყველასთვის მოულოდნელად, რამდენიმე თვეში პინგვინი მის მხსნელთან დაბრუნდა და ასე გრძელდება ყოველწლიურად.
ჟოას თქმით, პინგვინი ყოველწლიურად, ივნისში მასთან ბრუნდება და წლიდან წლამდე შეხვედრისას უფრო ბედნიერი და ალერსიანია.
„დინდინი საკუთარი შვილივით მიყვარს და მჯერა, რომ მასაც ძალიან ვუყვარვარ“ - ამბობს პერეირა Globo TV-ისთან ინტერვიუში.
ბიოლოგი, პაულო კრაჟევსკი, რომელიც ინტერვიუს დროს პერეირასთან ერთად იყო, აცხადებს, რომ მას მსგავსი არაფერი უნახავს. „ ჟოა პინგვინს საკუთარი ოჯახის წევრად მიიჩნევს და იგივეს გრძნობს პინგვინიც. შეხვედრისას დინდინი საოცარ ხმებს გამოსცემს და კუდს აქიცინებს“ - ამბობს ბიოლოგი.
სავარაუდოდ, პინგვინი არგენტინაში პატაგონიის სანაპიროზე ცხოვრობს და ყოველწლიურად მეგობართან შესახვედრას 8046 კმ-ს გადის.
მაგელანური პინგვინები 25 წელს ცოცხლობენ და განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიან, პარტნიორიც კი ერთი ჰყავთ.2011 წელს 71 წლის ბრაზილიელმა ხუან პერეირა დე სოუზამ , რიო დე ჟანეიროს სანაპიროზე დაშვებული პინგვინი ოპოივა. პინგვინს გადაადგილება არ შეეძლო, ფრთებზე კი ნავთობის ნაკვალევი ეტყობოდა.
მასალის გამოყენების პირობები






