Sky News-მა ISIS-ის წევრებზე 22 ათასი საიდუმლო დოკუმენტი მოიპოვა
მსოფლიო - 14:45, 10 Mar, 2016     2710
ბრიტანული მედიაკომპანია Sky News-ი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებსს. კომპანიის ხელში ექსტრემისტული ისლამისტური დაჯგუფება "დაეშის" (“ისლამური სახელმწიფოს”) წევრების 22 ათასი საიდუმლო ანკეტა აღმოჩნდა.

Sky News--ის ცნობით, ანკეტებს ექსტრემისტული ორგანიზაციის “ახალწვეულები” ავსებენ. საიდანაც ირკვევა, რომ ჯიჰადისტების რიგებში 51 ქვეყნის მოქალაქე იბრძვის. დაჯგუფებაში გაწევრიანებამდე კი ისინი ვალდებულები არიან ანკეტაში პირადი მონაცემები მიუთითონ - სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ.

მედიაკომპანიის ცნობით, ანკეტები მეხსიერების ბარათზეა შენახული, რომელიც “ISIS-ის შიდა პოლიციის უფროსს “სირიის თავისუფალი არმიის” ყოფილმა მებრძოლმა აბუ ჰამედმა მოპარა.

ანკეტებში არსებული მონაცემების თანახმად, ექსტრემისტება მომზადება გაიარეს სირიაში,პაკისტანში, ემენში, სუდანში, ავღანეთში, ლიბიასა და ტუნისში.

ყველაზე შემზარავი, რაც საიდუმლო დოკემენტებში აღმოჩნდა, ე.წ. "წამებულების" დოკუმენტებია, რომელიც იმ მებრძოლების პირად მონაცემებს მოიცავს, რომლებმაც თვითმკვლელობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს , მომზადება გაიარეს და ნაწილმა მისია შეასრულა კიდეც.

აბუ ჰამედი, რომელმაც Sky News-ს აღნიშნული დოკუმენტაცია გადასცა, ISIS-ში “სირიის თავისუფალი არმიიდან” გადავიდა, თუმცა მალევე დატოვა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ორგანიზაციას სადამ ჰუსეინის ყოფილი სამხედროები მართავენ, “ისლამურმა სახელმწიფომ” ისლამის წესებს უღალატა. როგორც აბუ ჰამედმა Sky News-ს განუცხადა, “ისლამური სახელმწიფო”, სირიელი ქურთები და ბაშარ ასადის ძალები სირიის ზომიერი ოპოზიციის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძვიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42