გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი სამანტა პაუერი რუსეთს ნადია სავჩენკოს დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. პაერის მიმართვას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს:
„ნადია სავჩენკო ყოფილი მფრინავი და უკრაინის რადის წევრია. ის 2014 წლის 17 ივნისს აღმოსავლეთი უკრაინიდან გაიტაცეს და საზღვრის მეორე მხარეს, რუსეთში გადაიყვანეს, სადაც დაუსაბუთებელი ბრალდებებით დღემდე პატიმრობაშია. დღეს, მშრალი შიმშილობის მიუხედავად, რის გამოც მას თითქმის ერთი კვირაა, არ მიუღია საკვები და წყალი, სავჩენკომ ყალბ სასამართლოს ბოლო სიტყვით მიმართა.
რუსეთის მიერ სავჩენკოს პატიმრობაში ყოლა მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევაა. სავჩენკო, აგრეთვე ყველა უკრაინელი, რომელიც სეპარატისტებისა და რუსეთის უკანონო პატიმრობაში იმყოფება, უნდა გათავისუფლდეს.
ორჯემ მხვდა პატივი, შევხვედროდი ნადიას დედას, მარია სავჩენკოს. ის შორიდან ადევნებს თვალს შემაშფოთებელ ამბებს ციხეში მისი შვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. მას წარმოდგენა არ აქვს, გაათავისუფლებენ თუ არა ნადიას, ან, კიდევ უარესი, გადარჩება თუ არა ის. ვიდეომიმართვაში, რომელიც მან გუშინ გაავრცელა, მარია ამბობს: „ისე ვნერვიულობ, რომ დამავიწყდა, რა არის ძილი.“
გუშინ ნადია სავჩენკოს უკანონო დაპატიმრებიდნ 600 დღე გავიდა. ის უკრაინაში უნდა დაბრუნდეს და რადაში კოლეგების მხარდამხარ ქვეყნის უკეთეს მომავალზე იზრუნოს. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის". - განაცხადა სამანტა პაუერმა.
მასალის გამოყენების პირობები






