პეტრო პოროშენკო მზად არის ნადია სავჩენკოს გასათავისუფლებლად რუსეთს ტყვეები გაუცვალოს
მსოფლიო - 12:09, 10 Mar, 2016     3307
უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო მზად არის ნადია სავჩენკოს გასათავისუფლებლად რუსეთს ტყვეები გაუცვალოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ანკარაში ვიზიტისას ისაუბრა.

ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პოროშენკომ აღნიშნა, რომ მსგავსი წინადადება რუსულ მხარეს 2 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ წამოუყენებია.

"ნადია სავჩენკო, ისევე როგორც ყველა უკრაინელი სამხედრო, თავის მოვალეობას ასრულებდა. ის დონბასიდან გაიტაცეს, ციხეში ჩასვეს და ისეთი ბრალდება წაუყენეს, რომელთანაც არაფერი აკავშირებს. რაც შეეხება ტყვეების გაცვლის შესაძლებლობას, მე ვიყენებ პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებას და პირველად ვაცხადებ, რომ ეს შესაძლებელია. მე მზად ვარ გაცვლისთვის, იმისთვის, რომ ნადია სავჩენკსო სამშობლოში დაბრუნდეს" - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 33 წლის მფრინავი, უკრაინის უმაღლესი რადასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ნადეჟდა სავჩენკო 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს, რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დასდეს ბრალი და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს.

სასამართლო განაჩენს ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე 21 ან 22 მარტს გამოიტანენ. ბრალდების მხარე 23 წლიან პატიმრობას და 100 ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმას ითხოვს. სავჩენკოს ამ დროისთვის მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

მთელი მსოფლიო მასშტაბით ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ტარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42