როგორც აღმოჩნდა, სახლი დიდი საიდუმლოსა და მილიონობით დოლარის ნივთებს ინახავდა.
1939 წელს , მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, 23 წლის მადამ დე ფლორიანმა მდიდრული ბინა მიატოვა და მხოლოდ პირადი ნივთების ამარა ქალაქიდან გაემგაზვრა. ვერავინ ხსნის რატომ დატოვა ქალმა სიმდიდრე, შესაძლოა მისი გამგზავრება პარიზში გერმანელი ჯარისკაცების შემოსვლის ამბავმა დააჩქარა. როგორც გაირკვა, მადამ დე ფლორიანი ბინის იჯარას ძველებურად იხდიდა, თუმცა სახლში არ დაბრუნებულა. მადამ დე ფლორიანი 2010 წელს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე კი ანდერძი დატოვა.
ბინის არსებობის შესახებ მისმა შთამომავებმა მხოლოდ მემკვიდრეობის მიღების შემდეგ გაიგეს.
70 წლის წინ ჩარაზული კარის გაღებისას, შიგნით ნამდვილი საოცრება აღმოჩნდა - ძვირადღირებული ნახატები, სამკაულები, 1900 წლით დათარიღებული ავეჯი , სუნამოები, კოსმეტიკური საშუალებებიც კი. ტილოები კედლიდან იყო ჩამოხსნილი. როგორც ჩანს, მფლობელი მათ წაღებას აპირებდა, მაგრამ ვერ მოახერხა.
მარტა დე ფლორი მსახიობი და ელიტური წვეულების ხშირი სტუმარი აღმოჩნდა, რომელსაც ცნობილი და მდიდარი თაყვანისმცემლები ჰყავდა. ბინაში ვარდისფერ სამოსში გამოწყობილი ქალის პორტრეტი აღმოაჩინე, რომელიც სავარაუდოდ დე ფლორიანი უნდა ყოფილიყო.

ცნობილი იტალიელი მხატვარს ჯოვანი ბოლდინის წერილი აღმოაჩინეს, საიდანაც გაირკვა, რომ მამაკაცს ქალის დახატვა მისმა სიყვარულმა აიძულა. ტილო აუქციონზე 3,4 მლნ დოლარად გაყიდეს. მხატვრის ეს ყველაზე ძვირად ღირებული ნახატია.
მადამ დე ფლორიანის შთამომავლებს უჭირთ ახსნან, რატომ დატოვა ქალმა სახლი და რატომ იხდიდა ბინის გადასახადს 70 წლის განმავლობაში.


მასალის გამოყენების პირობები






