ოქროსფერი 50 თეთრიანი - 50 ლარად - მითი თუ რეალობა?
ეს საინტერესოა - 19:49, 09 Mar, 2016     12025

2016 წლის თებერვლის დასაწყისიდან სოციალურ ქსელებსა და მთელი საქართველოს ქუჩებში, განცხადებები გამოჩნდა წარწერით – “ვიყიდი ძველ 50 თეთრიანებს”. განცხადებებმა საზოგადოებაში ერთგვარი პანიკა გამოიწვია და ყველამ აღნიშნულის ძებნა დაიწყო. საზოგადოებაში მომხდარ აჟიოტაჟზე გაზეთი „ალია“ წერს, რომლებიც დაუკავშირდნენ მშრალ ხიდზე მომუშავე კოლექციონერებს.


„არ იციან, რა არის და იმიტომ ხდება ასე. ეს 50-თეთრიანი რაღაცა ჰგონიათ და სურთ, ცალში აიღონ 50ლარი. ეს არის ლითონი, რომელსაც მაგნიტი არ იკრავს, არანაირი ღირებულებას არ წარმოადგენსდა მასში არანაირი ღირებული შემცვლელობა არ არის. ვერცხლის ნატამალიც არ არის, არამც თუ ოქროსი... ზოგს ჰგონია, რახან ოქროსფერია, ესე იგი, ოქროა... ვიღაცას ძალიან ბევრი აქვს ეს ყვითელი 50-თეთრიანები და დააგდო ჭორი, ვითომ რაღაც შემცველობა აქვს, ეს მონეტები დაბეჭდილია საფრანგეთში საქართველოსთვის და როგორ ფიქრობთ, ფრანგები სულელები არიან, რომ 50-თეთრიანში ოქრო ჩადონ? უფრო მეტიც, ხალხი თბილისს რეგიონებიდანაც კი მოაწყდა იმ იმედით, რომ მშრალ ხიდზე 50-თეთრიანებს გაყიდდა და აშენდებოდა“- აცხადებენ კოლექციონერები.

მათივე ინფორმაციით, ისინი ოქრომჭედელ ბესო ამირეზაშვილს დაუკავშირდნენ და კი კითხეს რეალურად აქვს თუ არა რაიმე ღირებულება 50-თეთრიანებს და საერთოდ რატომ ატყდა ეს ამბავი- „ყვითელი 50-თეთრიანი ჩვეულებრივი ლითონია და როგორც გირებზე, შპრიცების სახარჩზე, თუჯის, ანუ ნახშირის, უთოებზე იყო ერთი ამბავი ატეხილი ადრე, ასეთი რაღაც ხდება ახლაც. თვითონ ამ მონეტის შემცველობა თუთისა და სპილენძის შენადნობია და არანაირი განსაკუთრებული ღირებულება არ აქვს. ვიღაცეები, უბრალოდ, იტყუებიან“- აცხადებს ოქრომჭედელი.

"ალიმ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი კახა ბარაბაძეც ჩაწერა.

„როგორც ჩანს ვიღაც აგროვებს. სხვას ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. მონეტის აღწერილობა დევს ჩვენს ოფიციალურ საიტზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ საიტზე ყვითელი 50-თეთრიანების შესახებ შემდეგი ინფორმაციაა განთავსებული. მოჭრის თარიღი-1993წელი. წონა-2,5. დიამეტრი-19მმ. სისქე-1,4მმ. შემადგენლობა- სპილენძის შენადნობი ოქროსფერი“- ამბობს ის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42