ამის შესახებ გამოცემა ,,ბლუმბერგი“ იტყობინება.
ევროპის კონტინენტზე იგეგმება ტანკების M-1 აბრამსი, ვერტმფრენი A-64 აპაჩი და UH-60 BLACK HAWK განთავსება. აგრეთვე, არსებობს ინიციატივა მძიმე არტილერიის განთავსების. არტილერია, პირდაპირი კონფლიქტის შემთხვევაში, საცეცხლე სიმძლავრის ამაღლების საშუალებას მისცემს, - იტყობინება სააგენტო.
ამერიკის არმია გეგმავს, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დახარჯოს სპეციალური დანიშნულების შენაერთების მომზადებისთვის, რომლებიც დაკავდებიან ძირითადად მოკავშირეების შეიარაღებული ძალების გაწვრთნით. გარდა ამისა, პენტაგონი გეგმავს გაააქტიუროს, ნატო-ს წევრი ქვეყნებს შორის, საჰაერო ძალების მონაცემების დამუშავება და გადაცემა. თუმცა, გენერალი იქვე აღნიშნავს, რომ პირდაპირი შეჯახება რუსულ არმიასთან ნაკლებად სავარაუდოა და აშშ არ ისწრაფვის ამ მიმართულებით დიდი რისკების გაზრდისკენ.
ასე, რომ პირველად ათწლეულების განმავლობაში ევროპის კონტინენტზე განხორციელდება სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდა.
მასალის გამოყენების პირობები






