დეპუტატები სიაში შესული პირებისათვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, ევროპულ ბანკებში აქტივების გაყინვასა და ქონების დაყადაღებას თხოვენ.
აღნიშნულ ინიციატივას, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პერსკოვი გამოეხმაურა და ეს ფაქტი სასამართლო პროცესებში ჩარევის მცდელობად შეაფასა.
შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 33 წლის მფრინავი, უკრაინის უმაღლესი რადასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ნადეჟდა სავჩენკო 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს, რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დასდეს ბრალი და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს.
სასამართლო განაჩენს ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე 21 ან 22 მარტს გამოიტანენ. ბრალდების მხარე 23 წლიან პატიმრობას და 100 ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმას ითხოვს. სავჩენკოს ამ დროისთვის მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.
მთელი მსოფლიო მასშტაბით ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები






