იცით თუ არა, რომ „@“, რომელიც ინტერნეტის ეპოქის სიმბოლოა საუკუნეების ისტორია აქვს?
სიმბოლოს "@", რომელიც დღეს ინტერნეტთან, ელექტრონულ ფოსტასთან და სოციალურ ქსელებთან ასოცირდება, ყველა ქვეყანაში სხვადასხვა სახელს ეძახიან. ინგლისში იგი „at”-ს ნიშნავს, თურქები მას „ვარდს“ ეძახიან, ნორვეგიელები - „გოჭის კუდს“, რუსები - „ძაღლუკას“, ბერძნები - „იხვის ჭუკს“. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მას საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ სულ სხვა სფეროში - ბიზნესში, ვაჭრობაში, ბუღალტერიაში და... რელიგიაში.
19-ე საუკუნეში „@“-ს ბუღალტერიაში იყენებდნენ. ის ნიშნავდა, ფასში შემავალი საგნების ღირებულებას. მაგალითად, იმ დროის ბუღალტერი ადგილის ეკონომიის მიზნით წერდა - „12 ფანქარი, @ £1“, ანუ, ერთი ფანქარი ღირს 1 ფუნტი.
სიმბოლო 19-ე საუკუნის ბოლოდან ხმარებაში შემოსულ საბეჭდი მანქანის კლავიშზე დაიტანეს და სწორედ აქედან აღმოჩნდა იგი კომპიუტერის კლავიატურაზე.

ფრანგულად, ესპანურად და პორტუგალიურად @ ნიშნავდა „Aroba“-ს, მოცულობისა და წონის ერთეულს. იტალიურად „ამფორას“ - უძველეს ჭურჭელს, რომელსაც კაცობრიობა უხსოვარი დროიდან იყენებდა.
იტალიელი აკადემიკოსი სტაბილე აღნიშნავს, რომ მან აღმოაჩინა სევილიიდან რომში 1536 წელს გაგზავნილი წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ახლად აღმოჩენილი ამერიკის კონტინენტიდან ესპანეთში ჩამოვიდა სამი გემი. აქვე საუბარი შეეხებოდა ღვინით ვაჭრობას და აქ @ გამოყენებული იყო როგორც გაყიდული ღვინის საწყაო - წერილში წერია, რომ „გაიყიდა 5@ (ანუ 5 ამფორა) ღვინო“.
ესპანელი ჟურნალისტის ხორხე რომანსის უფრო ადრეული ცნობები აქვს, მისი თქმით, იგი წააწყდა 15-ე საუკუნის საბაჟო დოკუმენტს, რომლის თანახმადაც არაგონიდან კასტილიაში გაატარეს @ ხორბალი (ანუ ერთი არობა ხორბალი).
თუმცა, არსებობს უფრო ძველი დოკუმენტი, სადაც @ როგორც რელიგიური სიმბოლო ისე გვხვდება. ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცულ, 1345 წლით დათარიღებულ Greek chronicle (საბერძნეთის ქრონიკები) ბულგფარულენოვან თარგმანში იგი გამოყენებულია როგორც „ამინ“-ის აღმნიშვნელი.
შესაძლოა სიმბოლოს ისტორია კიდევ უფრო შორეული წარსულიდანაც იწყება.
1971 წელს, რეი ტომპსონმა, ელექტრონული ფოსტის შემქმნელმა, „@“ სიმბოლო კლავიატურაზე იპოვა და იგი გამოიყენა როგორც მომხმარებლის სახელისა და მეილის მისამართს შორის გამყოფი.
არჩევანი შემთხვევითი არ იყო - ეს სიმბოლო იმ პერიოდის პროგრამირებასა და გამოთვლებში ფაქტიურად არ გამოიყენებოდა და არ შექმნიდა გაუგებრობას ან პროგრამების აღრევას.
სამწუხაროდ, პირველი ელფოსტა, რომელიც ტოპმსონმა თავის კაბინეტში მდგარი ერთი კომპიუტერიდან მეორეზე, მისამართზე tomlinson@bbn.tenexa გააგზავნა, დაკარგულია - რეის ის არ შეუნახია...
მასალის გამოყენების პირობები






