შვედეთის პატარა ქალაქ ვეკენში, რომლის მოსახლეობაც 4 ათას ადამიანს შეადგენს, უჩვეულო მაღაზია გაიხსნა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სუპერმარკეტს არც გამყიდველი ჰყავს და არც დაცვა. უსაფრთხოების ერთ-ერთ ზომას კი 6 სათვალთვალო კამერა წარმოადგენს.
საკმაოდ პრაქტიკულია მაღაზიაში პროდუქტის ყიდვაც. საჭიროა, თქვენს მობილურში ჩატვირთოდ აპლიკაცია და დარეგისტრირდეთ სპეციალურ პროგრამაზე, რომელიც ადგილობროვმა IT სპეციალისტმა რობერტ ელიასონმა შექმნა.
სასურველ პროდუქტების არჩევის შემდეგ, სია დაასკანერეთ მობილურის კამერით. პროდუქტების სია აისახება მყიდველის პირად კაბინეტში, ხოლო გადასახადის ანგარიში კი თვის ბოლოს ბანკიდან მოგივათ.
როგორც აღმოჩნდა, მაღაზიას ჯერჯერობით პრობლემა არ შექმნია და არსებული ფასებიც შედარებით დაბალია. რადგან ელიასონს თანამშრომლების ანაზღაურებაზე ფიქრი არ უწევს.
მასალის გამოყენების პირობები






