ახლოვდება მზის სრული დაბნელების პერიოდი 9 მარტს, ხოლო მთვარის -23 მარტს - ასტროლოგის რჩევები
ეს საინტერესოა - 19:27, 07 Mar, 2016     19167
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე მარტის თვეში მოსალოდნელი მზის და მთვარის სრული დაბელების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ახლოვდება მზის სრული დაბნელების პერიოდი, რომელიც ხდება 9 მარტს, გამთენიისას, თევზების ნიშანში, ხოლო მთვარის დაბნელება - 23 მარტს იქნება

დაბნელებებს შორის პერიოდი, ტრდიციულად რთულად ითვლება და დიდ ყურადღებას ითხოვს თითოეული ჩვენგანისგან.

დაბნელების დროს სამყაროში გამოდის უზარმაზარი ენერგია, მაგრამ, როგორ იქნება ეს ენერგია გამოყენებული დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანებსა და მათ მიზანსწრაფვაზე. შესაბამისად, შედეგიც შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც.

პერიოდი 7.03 - 25.03 შეეცადეთ მაქსიმალურად მშვიდობიანად გაიაროთ. აქ მნიშვნელოვანია ყველაფერი - ჩვენი აზრები, განზრახვები, თავისთავად, ქმედებები, ვინაიდან ეს ,,დაბნელებების დერეფანი,, მართლაც საბედისწერო მნიშვნელობისაა, რამდენადაც ამ პერიოდში გაკეთებულ გაცნობიერებულ ქმედებებს, რომლებიც მიმართულნი არიან ბედისწერის გასუფთავებასა და გაუმჯობესებაზე, რეალურად შეუძლიათ ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ.

დაბნელებებს შორის პერიოდის ქცევაზე, საქმეებზე, აზრებსა და ემოციებზეა დამოკიდებული როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება უახლოესი 18,5 წელში

დაბნელებას ყველაზე მეტად იგრძნობენ მუტაბელური ჯვრის ნიშნები - პირველ რიგში თავად თევზები, მერე ქალწული, ასევე მშვილდოსანი და ტყუპები.

ეს მით უფრო აქტუალურია ადამიანებისთვის, ვინც ამ დაბნელების სიახლოვეს არიან დაბადებულნი - ანუ 9-10 მარტს, ასევე 12-13 სექტემბერს, 9-10 ივნისსა და 11-12 დეკემბერს, ასევე ეს პერიოდი მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, ვინც ნებისმიერი თვის 8-10 რიცხვებში არიან დაბადებულნი.

ეს პერიოდი მნიშვნელოვანია ასევე მათთის, ვის ჰოროსკოპშიც დაბნელების წერტილი, თევზების მე-19 გრადუსი მნიშნელოვან კუთხეებს ან პლანეტებს ემთხვევა

ასევე, ეს მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომლებიც ე.წ კარმულ წლებში არიან - 16-18,5; 26-28; 36-38; 46-48; 55-57; 74-75, 93-95

ამ პერიოდში აუცილებელია სულიერებაზე აქცენტი,- დაკავდით სულიერი პრაქტიკებით, მედიტაციით, ლოცვით - დაბნელების დრო საუკეთესოა სწორედ ამგვარი საქმიანობისთვის, შეეცადეთ მიაღწიოთ სულიერ ჰარმონიას საკუთარ თავთან და მთლიანად, სამყაროსთან.

დაბნელების პერიოდში ადამიანს შეუძლია სწრაფად გათავისუფლდეს არასაჭირო კავშირებისგან, მოძველებული იდეალებისა და ფასეულობებისგან.

ჩაატარეთ წმენდა როგორც საკუთარ თავში, ასევე თქვენს საცხოვრებელში.

ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, ტრანსპორტში, ნუ გადაამეტებთ სიჩქარეს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისაგან, მით უფრო ნაკლებადნაცნობ კომპანიებში

მოუფრთხილდით ბავშვებს. ასეთ დროს მათ ჭირვეულობა, არამოტივირებული აგრესია, ზედმეტი აქტიურობა ახასიათებთ

დაბნელებიდან პლუს-მინუს 2-3 დღე წინ და უკან, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამსახურში, კარგი იქნება თუ არაფერ მნიშვნელოვან საქმეს არ დაიწყებთ (მსხვილი გარიგებების დადება, საყიდლები, საფინანსო ოპერაციები და სხვ.). ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სერიოზულ ვალდებულებებს, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან. თუ მაინც გიწევთ ამის გაკეთება - მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, კარგად გაეცანით ხელშეკრულების საგანს.

თუ შესაძლებელია საერთოდ, 7 -26 მარტის პერიოდში ნუ დაიწყებთ ნურაფერს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თქვენთვის, თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ მაქსიმალური ყურადღებით, სიფრთხილით და სწორი გათვლით გააკეთეთ ეს.

დაბნელების დღეს დაკავდით ყოველდღიური საქმიანობით. შეეცადეთ დღე გაატაროთ მშვიდ ატმოსფეროში, ყოველგვარი რისკისა და კონფლიქტის გარეშე.

ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას და მოვლენებს, რომლებიც დაბნელების პერიოდს დაემთხვევა! (პლიუს მინუს 3 დღე, ანუ 06-11 მარტი)

მოერიდეთ ადამიანებთან კამათს. სიფრთხილე გამოიჩინეთ და თავი აარიდეთ თავშეყრის ადგილებს, ნუ წამოეგებით პროვოკაციებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, საღი აზრი.

შესაძლოა მოგეჩვენოთ რომ დაბნელებების პერიოდი მხოლოდ ნეგატივს გვპირდება - ეს ასე არ არის! ამ პერიოდს თან სდევს ასევე უდიდესი განმწმენდისა და ტრანსფორმაციის ძალა. კი, მან შესაძლოა გამოავლინოს ჩვენი მანკიერი მხარეები და ასევე, გამოკვეთოს სულიერი მისიის მთავარი მიმართულებები და ეს ზოგიერთ შემთხვევაში უხეში ფორმითაც მოხდეს, მაგრამ გაცნობიერებულ ადამიანს შეუძლია ამ ძალის გონივრულად გამოყენება თავის და სასიკეთოდ, ვინაიდან ეს უდიდესი ტრანსფორმაციის ძალა იძლევა ცხოვრების კარდინალურად შეცვლის, თამამი მიზნების გახორციელების უნიკალურ შესაძლებლობებს!

გაითვალთვალისწინეთ რეკომენდაციები და ეს დაძაბული პერიოდი მშვიდობიანად, სასიკეთოდაც კი ჩაივლის, რასაც გულით გისურვებთ!

წარმატებები თქვენ!".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42