საქართველოში ენერგოეფექტური ნათურების წარმოება დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:33, 07 Mar, 2016     2709
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქარხანა AG Microelectronics-ში ენერგოეფექტური (LED) ნათურების წარმოების პროცესი დაათვალიერა.

ახალი ქარხნის გახსნის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს:

"შპს AG Microelectronics-ი პირველი მიკროელექტრონული საწარმოა ამიერკავკასიის რეგიონში. ქარხანა ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული 3 მილიონი დოლარის ინვესტიციის შედეგად აშენდა. ასევე, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში 167 ათასი დოლარით დაფინანსდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წარმოების გაფართოება

წარმოებაში დასაქმებულია 50 ადამიანი, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან შრომის ღირსეული ანაზღაურებითა და თანამედროვე მოთხოვნებით გათვალისწინებული პირობებით.

ქარხანამ, ენერგოეფექტური ნათურების წარმოება 2015 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და დღეისათვის თვეში 20 000 სხვადასხვა სიმძლავრის ნათურას აწარმოებს. აღნიშნული პროდუქცია მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია წარმოების გაფართოვება. შედეგად, წლის განმავლობაში 1 მილიონამდე ნათურის წარმოება იქნება შესაძლებელი, რომელის დიდი ნაწილის ექსპორტზე გატანაა დაგეგმილი.

არსებული სანათი საშუალებების (ვარვარა) ენერგოეფექტური ნათურებით (LED) ჩანაცვლება ქვეყანას 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 10 მლრდ.კვტ.სთ ელექტროენერგიის დანაზოგს მისცემს, რაც წლიურად საშუალოდ 500მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს.

AG Microelectronics-ის წარმოების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, დაწყებული მცირე საყოფაცხოვრებო ელექტრონული მოწყობილობებით (სატელევიზიო მიმღები, ძაბვის დამცველი, მოდემი, სმატრფონი, პლანშეტი, ნეთბუქი, ლედ ნათურა, ტელევიზორი) და დამთავრებული უახლესი მაღალტექნოლოგიური საზომი და საწარმოო მოწყობილობებით."- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42