დემნას კოლექციას მოდის ელიტის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ამერიკულმა "ვოგიმ" კოლექციას სენსაციური დებიუტი უწოდა.
ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მოდის კრიტიკოსმა, სიუზი მენქსმა დაწერა, რომ ყვავილებიანი პრინტები ესპანური მოდის გამოძახილია და ზუსტად გამოხატავს კრისტობალ ბალენსიაგას.
ბრიტანული ვოგის რედაქტორმა ალექსანდრა შულმანმაკი სოციალურ ქსელში ჩვენებიდან ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ეს ახალი ბალენსიაგას დიდი წარმატებაა.“
შეგახსენებთ, დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა. პარალელურად, ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნას. Vetements-ის სათავეში დემნასთან ერთად მისი ძმა გურამ გვასალია დგას. მათი სახასიათო ნიშანი დიდი ზომის სამოსი, ყვავილების პრინტებიანი კაბები და გადაკეთებული ჯინსებია. გვასალია რვა წლის განმავლობაში Margiela-ს კულისებში მუშაობდა. თანამშრომლობდა "ლუი ვიტონთანაც." დემნა გვასალიას მეისონ მარტინი მარჯიელას "სულიერ შვილს" უწოდებდა. გამოცემა, businessoffashion.com კი მას ვუნდერკინდ ქართველ დიზაინერს უწოდებს.
დემნა გვასალიას განსაკუთრებული გულშემატკივარია რეპერი კანიე ვესტი. რომელმაც დემნა გვასალიასთან და "ვოგის" მთავარ რედაქტორ ანა ვინტურთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით - "ბოსები."რამდენიმე კვირის წინ კი თვითერზე დაწერა, რომ დემნას "მოპარვას" აპირებს.




მასალის გამოყენების პირობები






