ოქროსფერ 50 თეთრიანს 250 ლარად იბარებენ?!
ეს საინტერესოა - 13:48, 07 Mar, 2016     101787

2016 წლის თებერვლის დასაწყისიდან სოციალურ ქსელებსა და მთელი საქართველოს ქუჩებში, განცხადებები გამოჩნდა წარწერით – “ვიყიდი ძველ 50 თეთრიანებს”.

განცხადებებმა საზოგადოებაში ერთგვარი პანიკა გამოიწვია და ყველამ აღნიშნულის ძებნა დაიწყო.

სოციალურ ქსელებში ერთი ცალი ძველ 50 თეთრიანს 2 ლარიდან 100 დოლარამდე ყიდიან, თუმცა ვინ ყიდულობს მათ ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “რეგნიუსმა” მოიკვლია გამყიდველთა უმრავლესობისთვის უცნობია, თუ რისთვის იბარებენ აღნიშნულ ძველ 50 თეთრიანებს, თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ მეტალი რომლითაც თავის დროზე ფული დაამზადეს დღეისთვის რთულად იშოვება და ამიტომ იბარებენ.

“არ ვიცი რისთვის იბარებენ. ყველა ძველ 50 თეთრიანს ეძებს, ამბობენ, რომ წნევის აპარატისთვის სჭირდებათ, ასევე გავრცელდა, რომ ოქროშიც ურევენ ფულის შემცველ მეტალსო, ვერ გამიგია რისთვის იბარებენ, მაგრამ მე პირადად უკვე გავყიდე ერთ-ერთ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში 4 ცალი ძველი 50 თეთრიანი 40 ლარად და კვლავ ვეძებ. აშკარად ვიღაცისთვის ძალიან საჭირო ნივთია”, – აცხადებს “რეგნიუსთან” საუბარში სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების ერთ-ერთი ავტორი.

ცნობისთვის, 1995 წელს მომოქცევაში გაშვებული იქნა 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ღირებულების მონეტები. „თეთრი“, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ძველი XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1, 2, 5, 10 და 20 თეთრის ღირებულების მონეტები ვერცხლისფერია, ხოლო 50 თეთრის ღირებულების მონეტა — ოქროსფერი. ყველა ნომინალის მონეტის რევერსზე გამოსახულია ბორჯღალი, მითითებულია თარიღი და ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველოს რესპუბლიკა“. მოგვიანებით 1 და 2 თეთრიანი მონეტები ამოღებულ იქნა მიმოქცევიდან.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე თვის წინ საბჭოთა პერიოდში გამოშვებულ სავარჯიშო გირებს შემსყიდველები საკმაოდ სარფიან ფასად იბარებდნენ. ირკვევა, რომ მაშინდელი გირები დამზადებულია ფოლადისაგან, რომლის შემადგენლობაშიც პოლადიუმის შენადნობის წილი დიდია. მაშინ ამ მეტალს ნაკლებად აფასებდნენ. დღეს კი ის საკმაოდ ძვირად ფასობს.

წყარო: regnews.ge






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42