ბოტანიკურში სოლოლაკის მხრიდან ერთადერთ ჩასასვლელზე ბერას ჩამწერი სტუდია აშენდა
საზოგადოება - 18:07, 02 Apr, 2013     3914

 

"ურბან რეაქტორის" მიერ შექმნილი გვერდი "ფეისბუქზე" "საცხოვრებელი ყველას", რომლის სლოგანია "საცხოვრებელი უფლებაა და არა ფუფუნება" წერს, რომ ბერას ჩამწერი სტუდიის აშენების გარდა, მიმდებარე ტერიტორიის ათვისებაცაა დაწყებული, რისთვისაც ჩამოჭრილია კლდე და მოჭრილია უამრავი ნაძვი. "საცხოვრებელი ყველას" კონკრეტულ კერძო პირებთან ერთად დედაქალაქის მერიასაც ადანაშაულებს, "რომელიც წლების განმავლობაში გაყიდვების მენეჯერის როლს ასრულებდა და ეხლაც იგივეს განაგრძობს".

 

"საცხოვრებელი ყველას" ბერას სტუდიის მშენებლობის ფაქტს ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან კონტექსტში განიხილავს, სადაც "საზოგადოებრივი სივრცის მიტაცებაა ნახსენები ივანიშვლის მიერ".

 

"ნიუპოსტი" გთავაზობთ გვერდის "საცხოვრებელი ყველას" მიერ გავრცელებულ ფოტოს და ინფორმაციას:

 

"...სამწუხაროდ, ეს პროცესი ეხლაც გრძელდება. ბოტანიკურ ბაღში სოლოლაკის მხრიდან რამოდენიმე ჩასასვლელიდან ერთადერთი ყოფილ ბოტანიკის ინსტიტუთან იყო დარჩენილი, სადაც ეხლა ბერას ჩამწერი სტუდია ააშენეს, ხოლო სტუდიის გვერდზე ახალი ტერიტორიის მითვისეებაა დაწყებული, უზარმაზარი კლდეა მოჭრილი და უამრავი ნაძვია განადგურებული, მშენებლობის ხარისხზე და მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურებაზე არაფერს აღარ ვამბობ.

 

ყველაზე აქტიურად ბოტანიკის ინსტიტუტის მხრიდან ჩასასვლელს მთასვლელები და სოლოლაკის მოსახლეობა იყენებს, ძველი ჩასასვლელების გაუქმების შემდეგ ამ გზითაც შემოვლითი მარშრუტის გაკეთება უწევდათ, ხოლო თუ ფეხით ადიხარ გზაზე გაზის კამერა გაქვს გასავლელი ( გვირაბი, რომელიც ივანიშვილმა ააშენა ხედის გასაუმჯობესებლად და ხმაურისგან თავისდასაცავად ) რომლის ტროტუარიც 50 სანტიმეტრი არც იქნება, თუ მანქანის დარტყმას გადაურჩი გამონაბოლქვი აუცილებლად გაგგუდავს.

 

ამ გვირაბის გავლა ასევე რამოდენიმე ოჯახისთვის ერთადერთი საშუალებაა სახლში მისასვლელად. მარტო ჩასასვლელშიც არაა საქმე, ჩამწერი სდუდიის მოპირდაპირე ხეობაში საზოგადოების თავშეყრის ადგილია სადაც ხალხი ზაფხულობით ბანაობს ან უბრალოდ სუფთა ჰაერზე ადის, ხოლო ეს შენობა ამ საზოგადოებრივი სივრცის და ხალხის აზრის ყოველგვარი იგნორირებით აშენდა.

 

ამ პროცესში რათქმაუნდა ასევე დამნაშავეა ქალაქის მერია, რომელიც წლების განმავლობაში გაყიდვების მენეჯერის როლს ასრულებდა და ეხლაც იგივეს განაგრძობს.

 

ასე, რომ ბოტანიკურ ბაღში მრავლდება მინი სამფლობელოები წინ პატარა "ბასეინებით!".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42