ნენსი რეიგანი გარდაიცვალა - აშშ-ს ყველაზე გავლენიანი ქალბატონი თეთრ სახლში
მსოფლიო - 23:00, 06 Mar, 2016     5100

94 წლის ასაკში გულის უკმარისობით ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი გარდაცივალა.

ნენსი რეიგანი მიიჩნეოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრი სახლი ყველაზე გავლენიან დიასახლისად, მისი მეუღლის რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს (1981-1989 წლებში).

მათი ოჯახური თანაცხოვრება, რომელიც 52 წელს ითვლიდა, მიჩნეული იყო, როგორც უდიდესი რომანი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო ისტორიაში .

მისი მომავალი მეუღლის გაცნობამდე ის კინომსახიობი იყო. 1952 წელს ნენსი რეიგანი დაქორწინდა რონალდ რეიგანზე, რომელიც ამ დროისთვის ამერიკის მსახიობთა გილდიის მეთაური იყო.

იქნებოდა ეს მსახიობისა თუ შემდგომ პოლიტიკურ ოლიმპზე აღმასვლის მომენტში, ნენსი თავგამოდებით იცავდა მის მეუღლეს ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის დროს. ის იყო მის გვერდით ჭირსა თუ ლხინში.

რონალდ რეიგანი გარდაიცვალა 2004 წელს, ალცგეიმერის დაავადებით.

ცნობილია, რომ მეუღლეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სიახლოვით. ბევრი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ნენსი რეიგანს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა თავის მეუღლეზე მისი თეთრ სახლში მოღვაწეობის დროს.

ნენსი რეიგანი იყო ინიციატორი ნარკომანიასთან ბრძოლის კამპანიაში სახელწოდებით - ,,უბრალოდ თქვი არა“. მას აკრიტიკებდნენ ფუფუნებისადმი მიდრეკილებისთვის: იმის გამო, რომ მან განსაკუთრებულად ძვირადღირებული რემონტი გააკეთა თეთრ სახლში, იმის გამო, რომ მან შეიძინა ცნობილი დიზაინერებისგან 1 მილიონ დოლარად ღირებული სამოსი, 209 ათას დოლარად შეფასებული ფაიფურის სერვიზის გამო, იმ დროს, როცა მილიონობით ამერიკელი კარგავდა სამსახურს და ცხოვრების პირობებს.

თუმცა, მოგვიანებით ეს კრიტიკული განწყობა შეიცვალა დიდი პატივისცემით და მისი თვისებების აღიარებით, მეუღლისადმი განსაკუთრებული ერთგულების ჩათვლით.

ნენსი რეიგანს დაკრძალავენ მეუღლის გვერდით, რონალდ რეიგანის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე, კალიფორნიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42