ნიუ-იორკში, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილას, ყოფილი "ტყუპების" ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში, გაიხსნა გრანდიოზული სატრანსპორტო კვანძი,. რომლის სახურავიც აფრენილ მტრედს ჰგავს. ესპანელი არქიტექტორის სანტიაგო კალატრავას ჩანაფიქრით, იგი მშვიდობის მტრედს განასახიერებს, რომელიც ბავშვის ხელებიდან ფრინდება.
თუმცა ნიუ-იორკელებმა და პრესამ მას სხვა სახელი მოუფიქრა. მას დინოზავრის ჩონჩხს ადარებენ. New York Times-ის ჟურნალისტი მაიკლ კიმელმანის აზრით, გუმბათი, გამაგრების შემდეგ დინოზავრს დაემსგავსა. Los Angeles Times უფრო შორს მიდის და დინოზავრის სახეობასაც კი ასახელებს - ეს მტრედი კი არა სტეგოზავრიაო.
მას Wall Street Journal-იც ეთანხმება და დასძენს, სხვა რაკურსით თუ შევხედავთ, ზღარბსაც კი წააგავსო. ერთმა გამვლელმა კი იგი თევზის ჩონჩხს შეადარა.
კრიტიკოსთა მთავარი განსახილველი საკითხი მაინც ის თანხაა, რომელიც მშენებლობაში დაიხარჯა - 4 მილიარდი დოლარი. ნიუ-იორში ხუმრობენ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეტროს სადგურია.

მასალის გამოყენების პირობები






