რუსეთი წარმატებებს აღწევს, დასავლეთი პუტინის აგრესიის შეჩერებას ცდილობს
მსოფლიო - 17:15, 05 Mar, 2016     5074

“თქვენ მოწვეული ხართ მონაწილეობა მიიღოთ სამხედრო ხასიათის თამაშში, რომელიც რეალური დროის რეჟიმში მიმდინარეობს. თამაშში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ექსპერტები და ჟურნალისტები. თამაშის მიზანია ახლო აღმოსავლეთში მოსკოვის შემდგომი ქმედებების პროგნოზირება და მოდელირება,“ - ასეთი ხასიათის წერილი მიიღო BBC-ს ჟურნალისტმა რიჩარდ გალლინმა ელექტრონული ფოსტით.

თანხმობის შემთხვევაში მას უნდა აერჩია ჩამოთვლილთაგან ერთერთი მოთამაშე მხარე - რუსეთი, ირანი, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის ოპოზიცია, ან „ისლამური სახელმწიფო“.

ეს თამაში მომავალ კვირას გაიმართება და სამი დღე გასტანს. მასში, მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო დაზვერვის, თავდაცვის, ტერორიზმთან ბრძოლისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მაღალჩინოსნები. ბოლო ხანებში სამხედრო თამაშები, რომლის სცენარიც რუსეთის მიერ დასავლეთის მიმართ მოსალოდნელ აგრესიას (რეალურს ან პოტენციურს) შეიცავს, საკმაოდ მოდური გახდა მსოფლიოში.

გავიხსენოთ BBC-ს იმიტირებული ფილმი „მესამე მსოფლიო ომი“, რომლის სიუჟეტიცაა რუსეთისა და დასავლეთის ბირთვული დაპირისპირება.

„ერთი შეხედვით, ამაში უცნაური არაფერია, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, დასავლეთსა და რუსეთშ შორის საკმაოდ დაიძაბა. ამასთან, პუტინმა, რომელიც უკვე დიდი ხანია მართავს რუსეთს, წარმატებით გამოიყენა თავისი შეიარაღებული ძალები სამ ქვეყანაში - საქართველოში, უკრაინასა და სირიაში. კრემლი შეეჩვია წარმატებებს, იგი წამყვანი მოთამაშეა პოსტსაბჭოთა სივრცესა და ახლო აღმოსავლეთში. სწორედ მისი მხარდაჭერით სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის სასწორი ბაშარ ასადისკენ გადაიხარა ,“ - წერს სტატიის ავტორი რიჩარდ გალლინი.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ კრემლმა აიძულა ვაშინგტონი მისი ინტერესები გაითვალისწინოს - დაკარგა რა სსრკ-ს დაშლის შემდეგ მსოფ;ლიოს ლიდერის პოზიციები, მას კვლავ სურს გააკონტროლოს რეგიონი და ახლო აღმოსავლეთი, რასაც ახერხებს კიდევაც.

ექსპერტის აზრით ეს რეგიონი, მისი მსოფლმხედვებლური მოწყობით სწორედ რუსეთისთვისაა „შექმნილი“. ამასთან, ზემოაღნიშნულ რეგიონებში წარმატებები მას აძლევს საშუალებას საკუთარი გავლენა ევროპაზეც განავრცოს.

როგორ უნდა იმოქმედოს დასავლეთმა, რომ კრემლის აგრესიული და ძალაზე დამყარებული პოლიტიკა შეაცეროს, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში თვით აშშ-საც კი დაახევინა უკან? - სვამს კითხვას გალლინი.

ზოგიერთი ექსპერტი, რომელთა შორისაცაა აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ყოფილი თანაშემწე ეველინ ფარკაში, დარწმუნებულნი არიან რომ რუსეთთან ურთიერთობებში დასავლეთი უფრო მკვეთრი უნდა იყოს. გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ ნატოს გენერალმა ბრიდლავმა რუსეთს ბრალი დასდო დევნილთა კრიზისის გამოყენებით ევროკავშირის ერთიანობის დარღვევის მცდელობაში.

ფარკაში მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ მკვეთრი დამოკიდებულება ნიშნავს, რომ დასავლეთმა სანქციები იმ რუს ჩინოვნიკებზეც უნდა შემოიღოს, რომელიც სირიაში ასადის რეჟიმის გამყარებას უწყობენ ხელს. მისი აზრით, კრემლი აღარ წავა დათმობებზე და მაქსიმალურად შეეცდება ასადი პოსტზე დატოვოს, ამით იგი ამ ქვეყანაში და მის ახლომდებარე რეგიონებში სრულ კონტროლს დაამყარებს.

ფარკაში მკაცრი მეთოდების გამოყენებას უკრაინის კრიზისის დაწყებისთანავე ითხოვდა, მაგრამ სანქციები მხოლოდ ყირიმის ანექსიის შემდეგ ამოქმედდა, ისიც დროში გაიწელა. შესაბამისად, როდესაც რუსეთი სირიას ჩაიგდებს ხელში, ეს ზომები უკვე დაგვიანებული იქნება.

„რუსეთი თუ ძალის გამოყენებით კვლავ გაიმარჯვებს, იგი კიდევ უფრო წარნატებულად განაგრძობს მის გამოყენებას მსოფლიოში პოლიტიკური გავლენის მოპოვების მიზნით,“ - აცხადებს ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი.

ფარკაში არ გამორიცხავს, რომ მომავალში რუსეთმა, თავისი „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებით ნატოს ძალებიც კი შეამოწმოს, მაგალითად ბალტიისპირეთში.

„რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები ყოველდღიურად ფუჭდებოდა, ხოლო ახლა ყველა ნიღაბი უკვე ჩამოხსნილია,“ - წერს სტატიის დასასრულს რიჩარდ გალლინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42