„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს
სამართალი - 16:19, 02 Apr, 2013     542



"ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ "სამართალდამცავთა ლიგის" მიმართვას ირაკლი ღარიბაშვილისადმი:

ბატონო ირაკლი,

"ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის მიერ ამნისტირებულ პატიმართა შეკრების ორგანიზების, გაურკვეველი მიზნებისა და ამოცანების ორგანიზაციის შექმნის თაობაზე.


ჩვენ ყოფილი სამართალდამცავები ვაცნობიერებთ რა საფრთხის შემცველია მსგავსი ორგანიზაციის არსებობა, რომელიც გვაგონებს ე.წ. "მაშველთა კორპუსის" ხელმძღვანელი პირის - ჯაბა იოსელიანის მიერ ყოფილი პატიმრებით დაკომპლექტებული "მხედრიონი"-ს შექმნის ისტორიას, რომლის დაშლასაც ძალოვანმა ორგანოებმა თითქმის 5 წელი მოანდომეს. ამ ორგანიზაციის არსებობას ქვეყანაში მრავალი უდანაშაულო ადამიანისა და მათ შორის არაერთი სამართალდამცავთა სიცოცხლე შეეწირა.


აღსანიშნავია რომ საზოგადოებამ უკვე იხილა, ნანა კაკაბაძის მიერ ორგანიზებული ყოფილ პატიმართა შეკრების შედეგები ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, მათი ძალადობრივი მოწოდებები, რამაც შიდაარეულობის საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყანა და რომ არა, თქვენი ჩარევა და პოლიციელთა თავშეკავებული მოქმედება, შეიძლებოდა ისტერიული ვითარება სხვა სცენარით წარმართულიყო, შეწირულიყო პოლიციელთა ფიზიკური ჯანმრთელობა და სამსახურეობრივი კარიერა.


კარგად ვაცნობიერებთ რა მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებას აზრის თავისუფალად გამოხატვის თაობაზე, ვერ დავეთანხმებით და ჩვენთვის მიუღებელია აღნიშნულის გარკვეული პიროვნებების თუ სოციალური ჯგუფების მიმართ შურისძიებაში გადაზრდას.
ბატონო მინისტრო, გთხოვთ სწორად აღიქვათ ჩვენი პოზიცია და მიიღოთ შესაბამისი ზომები შესაძლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, რათა დაცული იქნეს ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოება". - ნათქვამია განცხადებაში. 

პატივისცემით
სამართალდამცავთა დაცვის ლიგის
დირექტორი ლ. გვაზავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42