ევროპას დრო ეწურება, ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილთა საკითხის გადაწყვეტაში, აცხადებს გაეროს უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში და მიიჩნევს, რომ დევნილთა კრიზისმა ევროპაში წარმოაჩინა ევროპული სოლიდარობის კრიზისი.
"ევროპის ყველა ქვეყანამ რეალურად არ გაატარა ის ზომები, რომლებზეც თავად ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რამაც კრიზისის ესკალაცია გამოიწვია," - აცხადებს უმაღლესი კომისარი.
გაეროს უმაღლესმა კომისარმა ლტოლვილთა საკითხებში ფილიპო გრანდიმ, ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის წინ, წარმოადგინა 6 პუნქტიანი გეგმა, რომელიც დაეხმარება ევროპას ლტოლვილების საკითხშ არსებული კრიზიუსის მოგვარებაში.
რეკომენდაციებს შორისაა ევროკავშირის ეგიდით, სხვადასხვა ქვეყანაში სპეციალური მიმღები პუნქტების შექმნა, თავშესაფრების მოწყობა და მათ მაცხოვრებლე შორის გადაადგილების კოორდინაცია, იმ პირთა რეპატრიაცია, რომლებიც არ შეებამისება ლტოლვილთა სტატუსს, ჰუმანიტარული საკითხების კოორდინირებული მოგვარება და სხვ.
"ევროპას სხვა არჩევანი არ აქვს, მან სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს ეს კრიზისი," - აცხადებს გრანდი.
მასალის გამოყენების პირობები






