უკრაინას ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად 20- 25 წელი დასჭირდება- ჟან-კლოდ იუნკერი
მსოფლიო - 18:07, 04 Mar, 2016     2081
ევროპის კომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, უკრაინას სავარაუდოდ 20-დან 25 წლამდე პერიოდი დასჭირდება ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" ავრცელებს:
„უკრაინა ნამდვილად ვერ შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას 20-დან 25 წლამდე პერიოდში, ისევე, როგორც ნატოშიო“, განაცხადა მან ჰააგაში წარმოთქმულ სიტყვაში. მას არ აუხსნია, მაინც რა მიზეზით მოუწევს უკრაინას ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ლოდინი. მისი გამოსვლის ძირითადი აუდიტორია ჰოლანდიელი ამომრჩეველი იყო - იუნკერს სურდა ისინი დაერწმუნებინა იმაში, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ევროკავშირში სწრაფად გასაწევრიანებლად. მისი სიტყვების მიუხედავად, ევროკავშირი უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე მუშაობს, ამავე დროს მან, აშშ-თან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად, კიევს გამოუყო 40 მილიარდი დოლარისგან შემდგარი დახმარება, რათა კიევმა შეძლოს ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან კონფლიქტის ფონზე. შარშან უკრაინას ნატომაც გაუგზავნა დადებითი მესიჯი, იქ სამხედრო წვრთნების გამართვით, რომელთა მიზანი იყო ძალის დემონსტრირება რუსეთისთვის - რომელიც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას მისი ეროვნული უსაფრთხოების შელახვად მიიჩნევს. თუმცა იუნკერის განცხადება მოწმობს, რომ უკრაინის ლიდერების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების ხშირად გამოთქმულ სურვილს ახლო მომავალში არ უწერია ახდენა.


წყარო www.radiotavisupleba.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42