"ქართული ლუდის კომპანია" გაზეთ "ვერსიისგან" ბოდიშის მოხდას ითხოვს (ვიდეო)
საზოგადოება - 13:56, 02 Apr, 2013     518

 

ამასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"მიმდინარე წლის 1 აპრილს გაზეთ "ვერსიას" მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, სათაურით: "ავღანური ნარკოტიკის სამი სკანდალური ვერსია და რუსული სპეცსამსახურების საიდუმლო სცენარი, რომლითაც საქართველოს დსთ - ში შეყვანა იგეგმება", საუბარია 27 მარტს გავრცელებული ინფორმაცაზე, რომლის მიხედვითაც 85 კგ ნარკოტიკი საქართველოდან ბელორუსიის გავლით, ლიტვაში უნდა გაეტანათ.

 

სტატიაში ნარკოტიკის წარმომავლობის რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთ ვერსიით, რომელსაც სტატიის ავტორი ავრცელებს (ვერსიის წყარო ბუნდოვანია) ავღანური ნარკოტიკის სკანდალი მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს უკავშრდება - "რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ამ ავტომობილში ჰეროინი ახალგორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა, რომელსაც ქართველი სამართალდამცავები ვერ აკონტროლებენ. რუსული სააგენტოების მონაცემებით, საქართველოდან ლიტვაში "ზედაზენის" ლიმონათი გადაჰქონდათ. ეს კომპანია კი ცეზარ ჩოჩელისაა." - ნათქვამია სტატიაში.

 

სტატიის ავტორი რატომღაც დაინტერესებულია რუსული სააგენტოების ცნობებით, რომლის დასახელებაც უჭირს და რატომღაც ვერ მოახერხა ქართული საინფორმაციო სააგენტოების და სატელევიზიო საინფორმაციო საშუალებების გაცნობა, სადაც გარკვევით დასახელდა ის კომპანია, რომლის წარმოებული გამაგრილებელი სასმელიც გადაჰქონდა, სავარაუდოდ ჰეროინთან ერთად, სატვირთო მანქანას.

 

ს.ს "ქართული ლუდის კომპანია" ამ ფაქტს აღიქვამს, როგორც კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებულ მიზანმიმართულ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს იმიჯის შელახვას სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების ხარჯზე.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული მედიასაშუალება გადაუმოწმებელი თუ განზრახ შეთითხნილი ინფორმაციით ცდილობს მკითხველი შეცდომაში შეიყვანოს.

 

ს.ს. "ქართული ლუდის კომპანია" აპირებს, უახლოეს დღეებში მიმართოს სასამართლოს სარჩელით და სასამართლო გზით დაიცვას კომპანიის საქმიანი რეპუტაცია და იმიჯი. ამასთან, მოითხოვს ზემოაღნიშნული მედიასაშუალებისაგან ბოდიშის მოხდას საჯაროდ", - ნათქვამია განცხადებაში.

 







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42