საია: შსს-ს გენინსპექცია ხელს აფარებს ვალერი თელიას მიერ ჩადენილ დანაშაულს
საზოგადოება - 13:23, 02 Apr, 2013     477


"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განცხადებით, ბათუმში ორგანიზაციის თანამშრომლებსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციის დასკვნა არაობიექტურია და აცხადებს, რომ ოფიციალური უწყების დასკვნა დამაჯერებელი არ არის.

 

"დასკვნა არადამაჯერებელია და ძნელია მასში მითითებული მოსაზრებები დაიჯეროს იმ ადამიანმა, რომელსაც ანალიზის უნარი შესწევს, მით უმეტეს დაიჯეროს იურისტმა. ვფიქრობ, არაობიექტურობის ცალსახა ნიშნებია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია ხელს აფარებს ბატონ ვალერიან თელიას მიერ ჩადენილ დანაშაულს. როგორც დასკვნაშია მითითებული, ვიდეოთვალის ამოღების დროს დაუდევრობით დაზიანდა ჩანაწერი. ჯერ ერთი, მტკიცებულების განადგურება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებაა, ის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და რადგან, ამ შემთხვევაში აღნიშნულის ნიშნები სახეზე იყო, ჯერ ძიება უნდა დაწყებულიყო და მერე დადგენილიყო, განზრახ დაზიანებას ჰქონდა ადგილი თუ გაუფრთხილებლობას. მეორეც, ისმის კითხვა, მაინცდამაინც ის მტკიცებულება რატომ "დაუზიანდა" პოლიციელს, რომლითაც უკეთ ჩანდა, რა მოხდა სინამდვილეში. მესამეც, შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ბატონი ვალერიან თელიას მიმართ მინიმუმ დისციპლინური ღონისძიებები გატარებულიყო, რადგან ის მანქანიდან არ გადმოსულა სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით. თუ სამართლებრივი რეაგირების მოხდენა სურდა, თელია გამოიძახებდა პოლიციას და შედგებოდა სამართალდარღვევის ოქმი იგივე საია-ს მძღოლის მიმართ. ის კი გადმოვიდა მანქანიდან, დაპირისპირებაში შევიდა მოქალაქესთან, რაც გავრცელებული მასალით ნათლად ჩანს, მაგრამ ამაზე გენერალურმა ინსპექციამ არაფერი თქვა. ასევე, არაფერი ითქვა მეორე თვალსაჩინო ფაქტზე – კადრებში ჩანს, რომ ვალერიან თელია უკუსვლით მოძრაობს გზაჯვარედინზე, რაც ასევე სამართალდარღვევას წარმოადგენს. იმას აღარ ვამბობ, საია-ს თანამშრომელს რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ანთებული სიგარეტი ესროლა. სამწუხაროა, რომ ჩვენი ორგანიზაციის სამი თანამშრომლის ერთხმად მიცემული ჩვენება სამინისტრომ არ გაიზიარა", - განაცხადა კოჟორიძემ.

 

საია-ში შსს-ს ცალმხრივობაში ადანაშაულებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ მათი მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაშიც არ ჰქონდა ვალერი თელიას უფლება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42