ერთ დღეს, დედამ შვილის კანზე გამონაყარი შენიშნა. მისი თქმით, ჩათვალა, რომ ეს მწერების ნაკბენი იყო და პატარას სპეციალურ მალამოს უსმევდა, თუმცა ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა და წითელი ლაქები მთელს სხეულზე გავრცელდა.
შეშინებულმა ბრენდამ შვილი საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც დაგინდა, რომ ბავშვს სტაფილოკოკური ინფექცია ჰქონდა.
კვლევების შემდეგ დადგინდა ინფექციის წყარო, რამაც დედა შოკში ჩააგდო.
ბავშვის დაავადების მიზეზი გასაბერი ბატუტები იყო. როგორც აღმოჩნდა, ბიჭს ძალიან უყვარდა ბატუტებზე გართობა და დედასაც ხშირად დაჰყავდა.
ექიმების თქმით, ასეთი ატრაქციონები ბავშვების ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საშიშია. რადგან არ ხდება მათი დეზინფექციასა და გასუფთავება. ბავშვების გართობის შემდეგ კი ბატუტები ოფლითა და მტვრით იფარება. შესაბამისად, ეს ბაქტერიების გავრცელების წყარო ხდება.
ბრენდამ შვილის ფოტოები ფეისბუკზე გამოაქვეყნა და მშობლებს ერთი შეხედვით უწყინარ გასართობ ადგილებში ბავშვების წაყვანისას, სიფრთხილისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






