ამის შესახებ ბობოკულოვამ დღეს სასამართლოში განაცხადა, სადაც მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მისი თქმით, დაპატიმრებასთან დაკავშირებითაც არანაირი პრეტენზია არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს მოსკოვში, ერთ-ერთ ბინაში, მეზობლებმა ხანძარი შენიშნეს. ბინაში შესულებს 4 წლის გოგონა, თავმოჭრილი და დამწვარი დახვდათ. მოგვიანებით, მეტროსთან «Октябрьское поле» ბავშვის ძიძა დააკავეს, რომელსაც ხელში ბავშვის მოჭრილი თავი ეჭირა, “ალაჰ აკბარ”-ს იძახდა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა.
როგორც აღმოჩნდა, ექიმების შეცდომის გამო, ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აღენიშნებოდა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება ჰქონდა, რის გამოც სიარული არ შეეძლო. ოჯახი ბევრს მუშაობდა, რომ გოგონას მკურნალობის ხარჯები დაეფარა. გავრცელებული ცნობით, სამკურნალოდ გოგონას გერმანიაში წასაყვანად, მშობლები ფულსაც აგროვებდნენ.




მასალის გამოყენების პირობები






